ტერფის მოვლის კრემი

ეფექტური სამკურნალო საშუალება ტერფის დაზიანებული და დამსკდარი კანის დროს.

აღწერა

ეფექტური სამკურნალო საშუალება ტერფის დაზიანებული და დამსკდარი კანის დროს.

ტერფის მოვლის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით ამ პროდუქტს გამოარჩევს და უნიკალურს ხდის მის შემადგენლობაში არსებული ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – ლარიფანი.

ორნმ ლარიფანი არის ბიოლოგიური წარმოშობის აქტიური ნივთიერება, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ბრძოლისუნარიანობას მავნე გარემო ფაქტორების წინააღმდეგ, როგორიცაა ვირუსები, ბაქტერიები და უზრუნველყოფს თავდაცვისუნარიანობას მათი დაზიანებულ კანში მოხვედრისგან, აუმჯობესებს უჯრედის რეგენერეაციის უნარიანობას და ხელს უწყობს შეხორცების პროცესს. ასევე გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი კანის სხვადასხვა სახის დაზიანების დროს.

 

ავოკადოს მკვებავი და დამარბილებელი ზეთი მდიდარია A1, B1, B2, D და E ვიტამინებით. ის სწრაფად შეიწოვება და ეფექტს ახდენს კანის ღრმა ფენებშიც. ამიტომ, შესაფერისია მოდუნებული კანის გასაახლებლად და გასაძლიერებლად.

შვრიის ზეთი მდიდარია ომეგა-6 და ომეგა9: მაჟავეებით, ვიტამინი E და მცენარეული ანტიოქსიდანტებით, რომლებიც მნიშვნელოვანი კომპონენტია კანის ჯანმრთელი და ჯანსაღი თავდაცვის ფუნქციონირებისთვის.

შვრიის ზეთი განსაკუთრებით რეკომენდირებულია მშრალი, მგრძნობიარე და ალერგიისკენ მიდრეკილი კანისთვის, ქავილის და დერმატიტის (კანის ანთების) დროს. ეს ზეთი ეხმარება კანის აქერცვლას, განახლებას და ატენიანებს მას, ასევე ელასტიურს ხდის და ამცირებს ანთებით პროცესებს. შარდოვანა ხელს უწყობს კანის დარბილებას და ელასტიურს ხდის მას.

 

შემადგენლობა:

ორნმ ლარიფანი, ავოკადოს ზეთი, შვრიის ზეთი, შარდოვანა, პარაფინი, ლანოლინი, უწყლო (ANHYDROUS) ვაზელინის ზეთი, პროპილპარაბენი, მეტილპარაბენი, პენტაორიტრიტოლ დიოლიტი, გადამუშავებული წყალი.

 

ჩვენება:

  • პრობლემური, გაღიზიანებული და მგრძნობიარე კანის მოსავლელად;
  • დამსკდარი ქუსლების სამკურნალოდ;
  • განსაკუთრებით დიაბეტით დაავადებულთათვის, რომლებსაც აქვს დამსკდარი/ნახეთქებიანი ქუსლები.

 

გამოყენების წესი:

გამოიყენება დამსკდარი/ნახეთქებიანი კანის სამკურნალოდ, განსაკუთრებით რეკომენდირებულია დიაბედით დაავადებული ადამიანებისთვის. ასევე ჩივილების გამოვლინებამდე პროფილაქტიკისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ვირუსები და მიკრობები, რომლებიც ახალი კანის გაღიზიანებებს გამოავლენს. ზღუდავს მეჭეჭის წარმოქმნას, როდესაც გამოიყენება დღეში ერთხელ ან ორჯერ რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ასევე გამოიყენება სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ხასიათის დაზიანებული კანის – მსუბუქი დამწვრობის და მექანიკური იარების, ნაკაწრების შესახორცებლად. ზედაპირზე გადაისვით მალამო და დაიცადეთ რამოდენიმე წუთი, სანამ კარგად შეიწოვება კანში, შემდეგ ჩაიცვით სამოსი.

 

შენახვის ვადა 24 თვე.

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა პლასტმასის ქილა.

მასა 30 გრ.

მალამო რეკომენდებულია ლატვიის ექიმ-კოსმეტოლოგების ასოციაციის მიერ.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

წინასწარი კლინიკური კვლევები

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ტერფის მოვლის კრემი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *