ხელის ანტივირუსული / ჰიგიენური გელი 50მლ

ხელის მოვლის საშუალება ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ხელის ჰიგიენური გელი ლარიფანი არის კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი პროდუქტი , რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედებები. ანტივირუსულ მოქმედებას განაპირობებს ორმ ლარიფანის არსებობა შემადგენლობაში, ხოლო ანტიბაქტერიულს – ეთანოლი.

აღწერა

ხელის მოვლის საშუალება ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედებით. ხელის ჰიგიენური გელი ლარიფანი არის კანის დამარბილებელი და დამატენიანებელი პროდუქტი , რომელსაც გააჩნია ანტივირუსული და ანტიბაქტერიული მოქმედებები. ანტივირუსულ მოქმედებას განაპირობებს ორმ ლარიფანის არსებობა შემადგენლობაში, ხოლო ანტიბაქტერიულს – ეთანოლი.

ამ გელის გამორჩეულობა სხვა მსგავს საშუალებებთან შედარებით არის მის შემადგენლობაში არსებული ორნმ ლარიფანი – ნატურალური წარმოშობის კომპონენტი, რომელიც ააქტიურებს და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ბუნებრივ თავდაცვისუნარიანობაზე. აქტიური ნივთირება ლარიფანი ამაღლებს ორგანიზმის ადგილობრივ ბრძოლისუნარიანობას მავნე გარემოფაქტორების მიმართ, როგორიცაა ვირუსები და ბაქტერიები.

აქტივირებული დამცავი მექანიზმი, გარდა ხელის ჰიგიენური გელის ტრადიციული მოქმედებებისა, ასევე ამაღლებს ბრძოლისუნარიანობას ვირუსების წინააღმდეგ და ამცირებს ხელიდან მათი ორგანიზმში მოხვედრის რისკებს.

 

შემადგენლობა:

ორმ ლარიფანი, წყალი, სპირტი , გლიცერინი, ტრიდეცილი-9, PEG-5 Ethylhexanoate, პროპილენგლიკოლი, Triethanolamine, Acrylates / C 10-30 Alkyl Acrylate Crosspolymer, არომატი, Citral, Geraniol, d-Limonene;

 

რეკომენდებულია:

ხელის სისუფთავისთვის;

ვირუსების და ბაქტერიების ორგანიზმში მოხვედრის რისკის შესამცირებლად.

 

გამოყენების წესი:

წაისვით ხელზე და დაიცადეთ სანამ ხელები გაგიშრებათ. ეფექტი დროებითია, ამიტომ გამოიყენეთ კვლავ გაჭუჭყიანების რისკის თავიდან აცილების მიზნით.

 

შენახვის ვადა: 18 თვე

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას

შეფუთვა – პლასტმასის ქილა

შემადგენლობა, მასა – 50 მლ

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

წინასწარი კლინიკური კვლევები

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ხელის ანტივირუსული / ჰიგიენური გელი 50მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *