კბილის პასტა 30გ

პროფილაქტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული საშუალება. ამ პროდუქტს გააჩნია ყველა თვისება, რაც უნდა ჰქონდეს კბილის პასტას – აშორებს ნადებს, ათეთრებს კბილებს, იცავს კარიესისგან, აჯანსაღებს სუნთქვას.

უნიკალური ანტივირუსული კბილის პასტა ეხმარება პირის ღრუს ლორწოვანი გარსს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან დაიცვაში.

აღწერა

პროფილაქტიკური, ანთების საწინააღმდეგო და ანტივირუსული საშუალება. ამ პროდუქტს გააჩნია ყველა თვისება, რაც უნდა ჰქონდეს კბილის პასტას – აშორებს ნადებს, ათეთრებს კბილებს, იცავს კარიესისგან, აჯანსაღებს სუნთქვას.

უნიკალური ანტივირუსული კბილის პასტა ეხმარება პირის ღრუს ლორწოვანი გარსს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან დაიცვაში.

 

შემადგენლობა:

ორნმ ლარიფანი, წყალი, სორბიტი, კრემნიუმის დიოქსიდი, გლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმ კარბოქსილმეთილცელულოზა, ნატრიუმ ლაურილ სულფატი, ნატრიუმ ქლორიდი, პიტნის ზეთი, ტიტანიუმ დიოქსიდი, ნატრიუმ მეთილპარაბენი, ნატრიუმ ფტორიდი.

 

მოქმედება:

ლარიფანის კბილის პასტა არის პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს აქტიური ნივთიერება ლარიფანის 0,1%-ს. მისი ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული და იმუნომოდულაციური მოქმედება. პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს ლარიფანს თავისთავად უკვე გულისხმობს მზაობას გამომჟღავნებული მავნე გარემოფაქტორების წინააღმდეგ, ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმების მობილიზაციით კანსა და ლორწოვან გარსში. მისი მოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია ანთებითი პროცესების სამკურნალოდ (სტომატიტი – ნაწილობრივ ჰერპესული, ჰინგივიტი – ღრძილების ქსოვილების ანთება), პაროდონტიტი და ა.შ.

ლარიფანის კბილის პასტა, გარდა აქტიური ნივთიერებისა, შეიცავს ფართოდ გამოყენებად კომპონენტებს, როგორიცაა ნატრიუმ ფტორიდი, რომელსაც გააჩნია ანტიკარიესული მოქმედება, ტიტანიუმ დიოქსიდი – გააჩნია გათეთრების ეფექტი, პიტნის ზეთი – სადეზინფექციო და გამწმენდი ეფექტის მქონე კომპონენტი, კრემნიუმის დიოქსიდი – გამწმენდი მოქმედების მქონე და სხვა.

 

გამოყენების წესი:

პროფილაქტიკური კბილის პასტა ლარიფანი რეკომენდირებულია ადამიანებისთვის რომლებსაც მიდრეკილება აქვთ ვირუსული ინფექციების (ჰერპესის) და ანთებითი პროცესების (აფტას) მიმართ. კბილის პასტა უნდა გამოიყენებოდეს სულ მცირე ორჯერ დღეში სამი წუთის განმავლობაში, რათა სასურველი ეფექტი იქნას მიღწეული. მკურნალობის შემდეგ სასურველია ერთ თვიანი შესვენება.

 

ჩვენება

  • იცავს პირი ღრუს ანთებითი პროცესებისგან – ჰერპესის ჩათვლით;
  • იცავს კარიესისგან;
  • დეზინფექციას უკეთებს და წმენდს პირის ღრუს ლორწოვან გარსს;
  • ათეთრებს კბილებს;
  • აგრილებს სუნთქვას.

 

შენახვის ვადა: 30 თვე.

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა – პლასტმასის ტუბი შემადგენლობა, მასა 30 გრ.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

პრეკლინიკური კვლევები

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „კბილის პასტა 30გ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *