ლარიფან პესო 1.5 მგ

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ანტივირუსული საშუალებები.

აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ანტივირუსული საშუალებები.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

“ლარიფან პესო 1.5 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპ.რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა.

ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო.

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

„ლარიფან პესო 1.5 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ და ამასთან ერთად, ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას საშოში.

 

ჩვენება:

„ლარიფან პესო 1.5 მგ” გამოიყენება კომპლექსურ და მონოთერაპიაში:

  • საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დისპლაზიებისას (CIN I, CIN II),
  • შარდსასქესო სფეროს ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისას,
  • არასპეციფიური ვაგინიტები,
  • სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებების რისკის შესამცირებლად,
  • სექსუალურად ტრანსმისიული დაავადებებისგან გამოწვეული შედეგების შესამსუბუქებლად.

 

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:

ექიმის კონსულტაციით.

 

მიღების წესი და დოზირება:

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიებისას “ლარიფან პესო 1.5 მგ” გამოიყენება ყოველ მე-2 ან მე-3 დღეს 6 – 10 ჯერ. შედეგებიდან გამომდინარე მკურნალობის კურსს იმეორებენ 1 – 2 ჯერ.

ჰერპესული პროცესის მკურნალობისათვის “ლარიფან პესო 1.5 მგ”-ს გამოყენება რეკომენდებულია 10 დღე მიყოლებით, 3_5 პესარიის გამეორებით კურსიდან ორი მენსტრუაციის შემდგომ.

საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისა და ტკივილისას (არასპეციფიური ვაგინიტები) რეკომენდებულია შევიყვანოთ საშოში 1 პესარია ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში.

პროფილაქტიკური მიზნებისათვის გამოვიყენოთ პესარიები “ლარიფან პესო 1.5 მგ” საშოში შეყვანის გზით კვირაში 1 პესარიის ოდენობით 5 კვირის განმავლობაში.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

5 პესარია 1,5 მგ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

პრეკლინიკური კვლევები

კლინიკური მიმოხილვა Peso 1.5

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან პესო 1.5 მგ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *