ლარიფან სპრეი 0.02% 10მლ

19.95 GEL

ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი

აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

„ლარიფან სპრეი 0.02%” -ის აქტიური ნივთიერებას წარმოადგენს ბუნებრივი წარმოშობის ორსპილარური რიბონუკლეინის მჟავა – ორსპ.რნმ-ი ლარიფანი. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა იმუნომოდულაციური მოქმედების საშუალებით ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას უზრუნელყოფს ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერება და ფაგოციტოზის აქტივაცია. აძლიერებს რა პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დაცვით ძალებს, „ლარიფან სპრეი 0.02%” ამცირებს პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების გავლით ინფექციის გამომწვევი ვირუსების ორგანიზმში მოხვედრის რისკს.

ჩვენება:

გამოიყენება რესპირატორული ვირუსული ინფექციების (მათ შორის გრიპის), პრედეპიდემიურ და ეპიდემიურ პერიოდებში დაავადების რისკის შესამცირებლად. განსაკუთრებით რეკომენდებულია იმ ადამანებისთვის, რომელთაც აქვთYავადმყოფებთან კონტაქტი.

რეკომენდებულია პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებისას (სხვადასხვა წარმოშობის სტომატიტებისას, სურდოს დროს, ყელის ტკივილისას).

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:

ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებულული მითითებები:

აქტიური ნივთიერება ლარიფანი ექვემდებარება ლიოფილურ გამოშრობას, რის შედეგადაც იღებს მცირედი ნალექის ფორმას ბოთლის ფსკერზე. 0,9% NaCl-ის ხსნარი განკუთვნილია გამოყენებამდე ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების გაზავებისათვის. გახსენით პლსტმასის კაფსულა და შიგთავსი გადაღვარეთ შუშის ბოთლში.

მიღების წესი და დოზირება:

ჯანმრთელ ადამიანებში რესპირატორული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისათვის „ლარიფან სპრეი 0.02%”-ის ბოთლის გაზავებული შიგთვსი ღრმად შევისხუროთ პირის ღრუში და/ან ცხვირში 1 – 2-ჯერ დღეში, ავადმყოფებთან კონტაქტური პირებისთვის – 3 – 5-ჯერ დღეში. დაავადების პირველივე სიმპტომებისას – ხველა, დახშული სასუნთქი გზები, სურდო, ჩახლეჩილი ხმა, – შესხურება უნდა ვაწარმოოთ 3 – 5-ჯერ დღეში 2 – 4 დღის განმავლობაში.

პირის ღრუსა და ყელის ანთებისა და ტკივილისას 3 – 5-ჯერ დღეში.

ანტივირუსული დაცვის უზრუნველსაყოფად დღე-ღამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,6 – 1,0 მგ. აქტიურ ნივთიერებას, რაც შეეფარდება გაზავებული შუშის ბოთლის შიგთავსის 1/3-იდან 1/2-მდე.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

„ლარიფან სპრეი 0.02%”-ის კომპლექტში შესულია აეროზოლის ბოთლი გამაფრქვეველით და კაფსულა, რომელიც შეიცავს 0,9% Nაჩლ-ს.

ვარგისიანობის ვადა:

„ლარიფან სპრეი 0.02%”-ის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

ლიოფილურად გამომშრალი (გაუზავებელი) ლარიფანი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. გაზავების შემდგომ შეინახეთ მაცივარში +2oC – +8oC ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივმა შენახვამ ამ ტემპერატურაზე შეიძლება გამოიწვიოს აქტიურობის შემცირება. გამოუყენებელი ხსნარი შესაძლებელია გაიყინოს და ინახებოდეს -18 0ჩ ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდით _ ვარგისობის ვადის გასვლამდე. ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ანოტაციის გადმოწერა

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

წინასწარი კლინიკური კვლევები

კლინიკური მიმოხილვა Spray 0.02%

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სპრეი 0.02% 10მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *