SUNMILK – მზით დამწვრობის შემდეგ 90მლ

გამოიყენება გადაჭარბებული მზის აბაზანების შემდეგ, რაც იწვევს მსუბუქ დამწვრობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი.

აღწერა

გამოიყენება გადაჭარბებული მზის აბაზანების შემდეგ, რაც იწვევს მსუბუქ დამწვრობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი.

ამ პროდუქტს უნიკალურს ხდის მის შემადგენლობაში არსებული ორნმ ლარიფანი, რომელიც არის ნატურალური წარმოშობის კომპონენტი, რომელიც ააქტიურებს და ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმის ბუნებრივი თავდაცვისუნარიანობაზე. აქტიური ნივთირება ლარიფანი ამაღლებს ორგანიზმის ადგილობრივ ბრძოლისუნარიანობას მავნე გარემოფაქტორების მიმართ:

  • ულტრაიისფერი სხივებით გამოწვეული დამწვრობისას იცავს კანს აქერცვლისგან და ბუშტუკების წარმოქმნისგან, რაც ხშირია მზის დამწვრობის დროს;
  • ააქტიურებს დაზიანებული ქსოვილების აღდგენის პროცესს უჯრედების რეგენერაციის უნარით;
  • გამოიყენება საყოფაცხოვრებო ხასიათის კანის დაზიანებების დროს, რაც იწვევს მსუბუქ დამწვრობებს.

გარდა გამაგრილებელი და ტკივილ გამაყუჩებელი ეფექტისა, პროდუქტს გააჩნია ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. სხვა ინგრედიენტები, რაც შედის ლოსიონის შემადგენლობაში, ფართოდ გამოიყენება კანის მოვლის საშუალებებში. პროდუქტს გააჩნია მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

 

შემადგენლობა:

ორნმ ლარიფანი, წყალი, Vitis Vinifera seed oil, Mare Lucium oleum, Calophyllum Inophyllum oil, Cucumis Sativus seed oil, Camellia Japonica seed oil, Citrus Bergamia oil, Backhousia Citriodora oil, Menthol, Montanov 68, Methylparaben, Propylparaben.

 

გამოყენების წესი:

წაისვით კანის გაწითლეულ და გაღიზიანებულ ადგილებზე და დაიცადეთ, სანამ კარგად გაშრება ზედაპირი, ტანისამოსის ჩაცმამდე. მისაღებია:

  • მზის აბაზანების ჭარბი რაოდენობით მიღების შემდეგ;
  • საყოფაცხოვრებო ხასიათის მცირე დამწვრობის დროს.

 

შენახვის ვადა: 24 თვე.

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა – პლასტმასის ქილა.

შემადგენლობა, მასა – 90 მლ.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

პრეკლინიკური კვლევები

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „SUNMILK – მზით დამწვრობის შემდეგ 90მლ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *