ლარიფან უნგო 0.05% 10გ

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ანტივირუსული საშუალებები.

აღწერა

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისთვის. სხვა ანტივირუსული საშუალებები.

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

“ლარიფან უნგო 0.05% 10გ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიციაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ანტივირუსულ მოქმედებასთან ერთად “ლარიფან უნგო 0.05%” ახდენს დამამშვიდებელ ეფექტს სხვადასხვა წარმოშობის კანის გაღიზიანებისას, ულტრაიისფერი და მსუბუქი თერმული დამწვრობების ჩათვლით, ხელს უშლის კოჟრების წარმოშობას.

 

ჩვენება:

  • კანზე და ლორწოვან გარსზე ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარისას;
  • პაპილომა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციური პროცესების დროს _ უბრალო მეჭეჭბი, ჰენეტალური მეჭეჭები, პაპილომები;
  • სურდო;
  • კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისათვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში, რესპირატორული ინფექციების (მათ შორის გრიპის) ეპიდემიამდე და ეპიდემიისას პროფილაქტიკის მიზნით;
  • სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ ჰერპესის ინფექციის ანთების პროვოცირება (ქარიან, ნესტიან, სიცივის პირობებში ყოფნა და მზის სხივების ზედმეტად ძლიერი ზემოქმედებისას), განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის, ვისაც აქვთ მიდრეკილება ჰერპესის ანთების მიმართ;
  • კანზე კოჟრების წარმოშობის შესაჩერებლად;
  • როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნებისმიერი ეტოლოგიის მქონე კანის გაღიზიანებებისას, მათ შორის თერმული დამწვრობებისას;
  • კანის ბაზალიომებისას.

 

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:

  • ჰერპესის ინფექციის ანთებისას გამოვიყენოთ 3-ჯერ დღეში, გავაგრძელოთ მკურნალობა დაავადების სიმპტომების გაქრობამდე;
  • რესპირატორული ინფექციების ეპიდემიისას და ეპიდემიამდე დავამუშაოთ კანი და ლორწოვანი გარსი ცხვირის არეში 1_2-ჯერ დღეში, კონტაქტურმა პირებმა 2_3-ჯერ დღეში;
  • სურდოს დროს 5_6-ჯერ დღეში;
  • პაპილომა ვირუსის შემდგომი გავრცელების შეზღუდვისათვის დავიტანოთ მეჭეჭებზე 1_2-ჯერ დღეში რამოდენიმე კვირის განმავლობაში;
  • ტემპერატურული ან ტრავმული ზემოქმედების შემდგომ წარმოშობილი კანის გაღიზიანების დასაცხრობად დავიტანოთ გაღიზიანების არეებში არაუმეტეს 4-ჯერ დღეში;
  • კანის ბაზალიომებისას (ონკოლოგის ზედამხედველობით) 1-ჯერ დღეში.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

მალამო ალუმინის ტუბში 10 გრ.

 

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს +25OC ტემპერატურის პირობებში ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III _ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

პრეკლინიკური კვლევები

კლინიკური დაკვირვებები ლარიაფნი უნგო 0,05%

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან უნგო 0.05% 10გ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *