საქმიანობა

«ლარიფანი კავკასია» ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე მსოფლიოში აღიარებული, ხარისხიანი პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. კერძოდ, ლარიფანის ბრენდის პოპულარიზაციას, ახალი ხარისხიანი პროდუქტების მოძიებას საქართველოს ბაზრისთვის, მარკეტინგულ, სადიტრიბუციო და საგანმანათლებლო მიმართულებებს.

ახალი პროდუქტების მოძიება და დანერგვა: პირველ რიგში ვაკეთებთ ბაზრის სრულყოფილ ანალიზს. შემდეგ ვიკლევთ ჩვენი ოპინიონ ლიდერების აზრს სავარაუდოდ შერჩეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, კონსოლიდაციაში მოგვყავს მიღებული ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებთან და ამ გზით საბოლოოდ ვცხრილავთ საინტერესო პროდუქტების სიას. შერჩეულებს კი ვეძებთ აუცილბლად ისეთ ქვეყნებში, რომელთა წარმოებაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და აშშ-შიც ითვლება ხარისხიანად.

პროდუქტის მწარმოებელთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ვიკლვლევთ ოპინიონ ლიდერების აზრს და საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის შეფასებებს აშშ-სა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტი უკვე რეგისტრირებულია და იყიდება. ვსახავთ სამოქმედო გეგმას ყველა ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით.

პროდუქტის შესახებ დადებითი შეფასებების კუთხით მინიმალური ზღვარია 80%.

«ლარიფან კავკასია» – ს სამუშაო პორტფელში არსებული მედიკამენტები ევროკავშირის და ისრაელის წარმოებისაა. არჩევანი კეთდება პროდუქტებზე, რომლებიც უკვე სარგებლობს მოთხოვნით ევროპაში და აშშ-ში. ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან სერთიფიკატებს, როგორიცაა GMP, EMA, ISO, FDA, ABC (American Botanical Council) – და სხვა ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი, მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატებს.

ჩვენი მიზანია ეფექტურობის, ხარისხის და უსაფრთხოების უმაღლესი პროფილის მქონე ნატურალური ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში შემოტანა.

საგანმანათლებლო საქმიანობა:
1. «ლარიფან კავკასია» – მ საქართველოს წამყვან ექიმებთან ერთად  შეიმუშავა „დედების კლუბის“ პროექტი, სადაც შეუძლია ჩართვა ნებისმიერ მოქალაქეს, ვინც არის ან გეგმავს გახდეს დედა. «დედების კლუბის» წევრები მუდმივად იღებენ საჭირო ინფორმაციებს ბავშვის მოვლის, კვების, განათლების მიმართულებით. მათთვის ეწყობა სხვადასხვა სახის საჩვენებელი და სასწავლო ღონისძიებები ვორქშოფებით.

2.  «ლარიფან კავკასია» – ში მოქმედებს ხელფასიანი სტაჟირების 3 თვიანიპროგრამა სამედიცინო და მისი მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები გადიან პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფექტური კომუნიკაციის, თვითრეალიზაციის, ლიდერობის და გაყიდვების ტექნოლოგიების მიმართულებით. სასწავლო პროგრამა მორგებულია საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაზე, ისე, რომ მათ არ შეეშალოთ ხელი ძირითადი პროფესიი შესწავლაში. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები იღებენ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ანაზღაურებას.  სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტების დასაქმება ხდება როგორც „ლარიფან კავკასი“ში, ასევე სხვა პარტნიორ კომპანიებში.

კომპანიის მისიაა იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე პრევენციული მედიცინის მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.