ოჯახის ექიმის სეზონური რჩევები – შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის
როგორ დავიცვათ ჩვენი თავი და ჩვენი პატარები გრიპის და გაციებისგან და როგორ ვიმკურნალოთ სახლის პირობებში?
✅ 1. რა არის საერთო და რა განსხვავებაა გრიპსა და „გაციებას“ შორის?
გრიპსაც და „გაციებასაც“ იწვევს ვირუსი. „გაციებას“ შედარებით სუსტი 100-ზე მეტი სახეობის რინოვირუსი იწვევს, გრიპის ვირუსები კი ათასობით სახეობას ითვლის. გრიპიც და „გაციების“ გამომწვევი ვირუსიც გადამდებია და აირწვეთოვანი გზით გადადის, რაც ნიშნავს, რომ იმ სივრცეში, სადაც „გრიპიანი“ ან „გაციებული“ ადამიანი იმყოფება ჰაერი გაჯერებულია გრიპის და „გაციების“ გამომწვევი ვირუსებით. ჯანმრთელი ადამიანები კი ამ ჰაერს სუნთქავენ. ვირუსები დიდი რაოდენობით არის დაავადებული ადამიანის სახის კანზე და ხელებზეც – სადაც ეს ვირუსები სუნთქვის, ცემინების, ცხვირის მოწმენდის დროს ხვდება, ასევე ტანსაცმელზე და სხვა ნივთებზეც, რომელსაც ის ეხება. „გაციება“ თითქმის ყოველთვის ცემინებით იწყება და შედარებით უფრო იოლად მიმდინარეობს, ვიდრე გრიპი, თუმცა „გაციებულ“ ადამიანს შეიძლება იმდენად დაუქვეითდეს იმუნიტეტი, რომ ადვილად დაინფიცირდეს დამატებით სხვა ვირუსით და გართულდეს – ამიტომ „გაციება“ სულაც არ არის სახუმარო მდგომარეობა და აუცილებლად საჭიროებს სათანადო ყურადღებას.
ასე, რომ ( ! ) ნუ დაუჯერებთ სხვას და ნურც მოიტყუებთ თავს ფრაზით: „არ მაქვს ვირუსი, უბრალოდ გაციებული ვარ და არ ვარ საშიში“
✅ 2. როგორ დავიცვათ ჩვენი თავი და ოჯახი ვირუსებისგან და როგორ მოვიქცეთ გრიპის ეპიდემიის დროს?
I. ყოველ დილით და საღამოს ჩაიტარეთ ცხვირის ტუალეტი გრილი ან ნელთბილი წყლით
II. რაც შეიძლება დააბალანსეთ კვების რაციონი და აკონტროლეთ სვამთ თუ არა საკმარისი რაოდენობით წყალს
III. ხშირად გაანიავეთ ის სივრცე სადაც იმყოფებით და დღეში ორჯერ დაამუშავეთ ზედაპირები სველი წესით
IV. დახურულ და ჩახუთულ საერთო სივრცეებში გამოიყენეთ პირბადე
V. ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით
VI. ვირუსების სეზონზე (ანუ ახლა) ნუ ჩამოართმევთ ხელს, ნუ გადაკოცნით, ნუ ჩაეხუტებით, ნუ შეეხებით შიშველი ხელით ზედაპირებს საერთო სივრცეებში, ნუ დალევთ წყალს სხვისი ჭიქიდან (გამოიყენეთ ერთჯერადი, ან მოითმინეთ, სანამ სახლში მიხვალთ ), დაიცავით მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანცია სხვა ადამიანებთან
VII. დაიმუშავეთ ცხვირ-ტუჩის მიდამო ლარიფანი უნგოს თხელი ფენით დღეში ოთხჯერადი სქემით: 1-დილით – დილის ტუალეტის მოლევის შედეგ, 2- უშუალოდ სახლიდან გასვლის (ბაღში, სკოლაში, სამსახურში, ,სტუმრად…) წასვლის წინ, 3- სახლში დაბრუნებისას – ხელების საპნით დაბანის შემდეგ, 4- და უშუალოდ ძილის წინ – საღამოს ტუალეტის მოლევის შემდეგ.
VIII. ზემოთ ხსენებული შვიდივე პუნქტი გაატარეთ თქვენი ოჯახის ყველა წევრთან მიმართებაში ასაკის განურჩევლად, ახალშობილებიდან მოხუცებამდე, ორსულების ჩათვლით.
IX. თუ, როგორც იტყვიან, „ამდენი რამის გაკეთების და გაკონტროლების ნერვები არ გაქვთ“, მაშინ მოდუნდით, შეეგუეთ იმას, რომ დაავადდებით, მაგრამ ნუღა შეუშინდებით „გაციებას“ და გრიპს, თქვენ მათ აუცილებლად დაამარცხებთ – მაგრამ შეეცადეთ „გაციებული“ და გრიპიანი სახლში მაინც დარჩეთ, რომ სხვები არ დააინფიციროთ და თქვენ გადაარჩენთ პლანეტას <3
✅ 3. სად ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციას- სახლში თუ საავადმყოფოში? და რა მეთოდებით სჯობს ვირუსის მკურნალობა სახლის პირობებში?
თუ თქვენ, ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრი (ბავშვების ჩათვლით) ხართ ძილად მივარდნილი და არ შეგიძლიათ მოძრაობა, ჭამა და ლაპარაკი; თუ ტემპერატურა არ ემორჩილება სიცხის დამწევს;თუ მაღალი სიცხე გრძელდება 3 დღეს და მეტ ხანს; თუ მიღებულ სითხეს ვერ გამოყოფთ დღის განმავლობაში სამჯერ მაინც; თუ გაქვთ ღებინების და გულისრევის ეპიზოდი დღეში სამჯერ და მეტჯერ; თუ გქონდათ კრუნჩხვის ეპიზოდი; თუ გიჭირთ სუნთქვა; თუ გაქვთ აუტანელი ტკივილი (თავის მაგალითად); თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში; თუ გქონდათ გონების დაკარგვის ეპიზოდი; თუ თქვენი შემაწუხებელი ხველა (რომელიც შეიძლება არც გქონდეთ) გრძელდება 5 დღეზე მეტ ხანს, თუ ნახველი არის მოვარდისფრო სისხლიანი; თუ გაქვთ მოლურჯო-მონაცრისფრო ფერი ცხვირ-ტუჩის ირგვლივ არეში (ბავშვებში გამოვლინდება ხოლმე ეს სიმპტომი და ყურადღებით უნდა იყოთ) – თუ ჩამოთვლიილ სიმტომებიდან ერთი მაინც გაქვთ ან გქონდათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს! გამოიძახეთ სასწრაფო და შემოთავაზების შემთხვევაში გაჰყევით საავადმყოფოში.
თუ არა, მაშინ დარჩით სახლში ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკს, მიიღეთ ბევრი სითხე (წყალი, ლიმონიანი წყალი, სახლში გაკეთებული კომპოტი, სახლში გაკეთებული ფრეში, ჟოლოს, მოცვის, ფეიხოს ან სხვა C ვიტამინით და სხვა ვიტამინებით მდიდარი მურაბიანი წყალი, და ა.შ.) და შეისხურეთ დღეში 6-ჯერ ლარიფანის სპრეი ცხვირის ნესტოებსა და პირის ღრუში – ორ-ორი შესხურება თითო ჯერზე (ანუ ჯამში 6 შესხურება ერთ ჯერზე). თუ ატყობთ, რომ ვირუსს ადვილად ვერ ერევით ჩაასხით ნებულაიზერში ლარიფანის სპრეი და შეისუნთქეთ დღეში ერთხელ ან ორჯერ (ერთ ინჰალაციაზე : 0,5 მლ წლამდე ბავშვებში, 0,5-1 მლ 1-5 წლის ბავშვებში, 1-1,5 მლ 5-12 წლის ბავშვებში, 1,5-2 მლ 12 წლიდან ზემოთ) და დაამარცხეთ ვირუსი 24-48 საათში. ნუ ჩაიწვეთებთ გაჭედილი ცხვირის გამო სისხლძარღვთა შემავიწროვებელ საშუალებებს 2 დღეზე მეტ ხანს, რომ არ მიეჩვიოთ და შემდეგ არ დაგემართოთ ლორწოვანის ატროფია და არ გახდეთ საოპერაციო, არსებობს ნატურალურ ეთერხეთებზე დამზადებული ცხვირის წვეთები (ჩაის ხის ზეთის, ზეითუნის ზეთის და ევკალიპტის ზეთის შემცველობით), რომლებიც ცხვირით სუნთქვასაც აღადგენს, ლორწოვანსაც არ გააღიზიანებს და მიჩვევასაც არ იწვევს. ხველისთვის გამოიყენეთ მხოლოდ მცენარეული შემადგენლობის საშუალებები.
✅ 4. ვინ არის გრიპის და „გაციების“ რისკის ჯგუფში და ვისთვის არის მიზანშეწონილი ლარიფანი უნგოს და სპრეის გამოყენება ვირუსის პროფილაქტიკისთვის?
- 2 წლამდე ასაკის ბავშვები;
- ბავშვები ბაღში და სკოლაში
- ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით;
- ქრონიკული დაავადების მქონე პირები (ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ა.შ).
- ქიმიოთერაპიაზე მყოფი ონკოლოგიური პაციენტები