ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა – ლარიფანი
ლარიფანის ისტორია
გასული საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერებმა აღმოაჩინეს ინტერფერონები (INF) – ეს არის მთელი რიგი დაბალმოლეკულური ცილებისა, რომლებიც გამომუშავდება ორგანიზმში თითქმის ყველა ვირუსის და ზოგიერთი ბაქტერიის შეჭრის საპასუხოდ . ინტერფერონები თრგუნავს მთელი რიგი ვირუსების გამრავლების უნარს და არის ორგანიზმის ძირითადი ინსტრუმენტი ვირუსებთან და ზოგიერთ ბაქტერიასთან საბრძოლველად.
1970-იან წლებში ლატვიაში, რიგაში – ავგუსტ კირჰენშტაინის სახელობის მიკრობიოლოგიის ინსტიტუტში -დაიწყო მუშაობა ნუკლეინის მჟავებს შორის ინტერფერონის ინდუქტორების ძიებაზე. სამუშაოები ჩატარდა ლაბორატორიის ხელმძღვანელის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის გუნა ფელდმანეს მეთვალყურეობით.
ჩატარდა ორსპირალური რიბონუკლინის მჟავას (ორნმ) წარმომქმნელი სისტემების შედარებითი კვლევა და შეირჩა მათ შორის ყველაზე პროდუქტიული. რასაც მოჰყვა წარმოების ტექნოლოგიის უწყვეტი გაუმჯობესება და ნივთიერების ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლების განსაზღვრა.
ორნმ-ს ბიოლოგიური თვისებების და მოქმედების მექანიზმის შესაწვლის პარალელურად შეიქმნა სამკურნალწამლო საშუალება – ლარიფანი. 6 სხვადასხვა კვლევითი უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა დეტალური პრეკლინიკური კვლევები. 1981 წლიდან 1996 წლამდე გამოქვეყნდა 42 პუბლიკაცია. შეიქმნა პრეპარატის რამდენიმე სამკურნალო ფორმა.
გამომდინარე იქიდან, რომ იმ პერიოდში ლატვია, ისევე, როგორც სხვა ბალტიისპირა ქვეყნები, შედიოდა საბჭოთა კავშირში, ექსპერიმენტული კვლევის ეტაპზე, სამუშაოების პირველი და უმეტესი ნაწილი ჩატარდა მოსკოვში, სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში, მოგვიანებით კი ნაწილობრივ შეუერთდა ლენინგრადის გრიპის ინსტიტუტი.
სსრკ-ს თავდაცვის სამინისტრომ განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ბაქტერიოლოგიური იარაღის საწინააღმდეგო აგენტების სკრინინგის დროს, ყველა შემოწმებულ ანტივირუსულ საშუალებებს შორის, ლარიფანი ყველაზე აქტიური აღმოჩნდა.
1980-იან წლებში დაიწყო პრეპარატის პირველი სამკურნალო ფორმების – ინექციების და მალამოების პრეკლინიკური ტესტირება, რომელიც ტარდებოდა ლატვიის კლინიკებში, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში შევალ სხვა ქვეყნებში.
ჯანდაცვის სამინისტროს ნებართვით 13 სხვადასხვა კლინიკურ ბაზაზე ჩატარდა კლინიკური კვლევები 1987 წელს, მათ შორის: მოსკოვის 1-ლი სამედიცინო ინსტიტუტის კანის დაავადებათა განყოფილებაში და კანის რეპარაციული პროცესების კლინიკაში, კიევის უმაღლესი სამედიცინო კვლევების ინსტიტუტის დერმატოლოგიის განყოფილებაში და დერმატოვენეროლოგიური კლინიკებში ლიეტუვასა და ლატვიაში.
1994 წლიდან ლატვიაში დაიწყო ლარიფანის სხვადასხვა ფორმების რეგისტრაცია.
ლარიფანის სხვადასხვა ფორმებზე ჩატარდა 50-ზე მეტი კლინიკური დაკვირვება ჯამში 8500-სზე მეტ პაციენტში:
- ლარიფანის ინექციაზე ჩატარდა 8 კლინიკური კვლევა, ჯამში 1370 პაციენტზე – 1989-1999 წწ.
- ლარიფან უნგო მალამოზე ჩატარდა 24 კლინიკური კვლევა, ჯამში 3960 პაციენტზე – 1986-1991 წწ.
- ლარიფანის სპრეიზე ჩატარდა 12 კლინიკური კვლევა, ჯამში 2873 პაციენტზე – 1990-2011 წწ.
- ლარიფანის სუპოზიტორიებზე ჩატარდა 6 კლინიკური კვლევა, ჯამში 386 პაცინტზე – 2010-2011 წწ.
- ლარიფანის სხვადასხვა ფორმებზე ლატვიაში ჩატარდა კლინიკური დაკვირვებები – Sars-Cov-2 (Covid-19)-ის წინააღმდეგ ლარიფანის ეფექტურობის დადასტურების მიზნით ჯამში 150-მდე პაციენტზე – 2020-2021 წწ.
ლარიფანის მოქმედი ნივთიერება
ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის ჟავა (Acidum RiboNucleinicum Duplicatum), მიიღება ბიოტექნოლოგიური გზით ბაქტერიოფაგით ინფიცირებული E. Coli – სგან. ეს არის ჰეტეროგენული მოლეკულური მასის პოპულაცია, საშუალო მასით 500 kDa (~30269e-16 მკგ) , ხოლო საშუალო სიგრძე ~400 nt/p., რომელსაც გამოხატული აქვს მრავალფეროვანი ბიოლოგიური აქტივობა: ინტერფერონ-მაინდუცირებელი, ანტივირუსული, იმუნომოდულაციური.
ლარიფანის წარმოების პროცესში ორი საკვანძო ეტაპია, რომლებიც იყოფა რამდენიმე ქვეეტაპად:
- ბიოტექნოლოგიური გზით E. Coli – თ ინფიცირებული მასისგან მოქმედი ნივთიერების ბიომასის მიღება – ქვეეტაპებზე ხდება მიღებული ბიომასის დეტალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი კონტროლი მოლეკულურ დონეზე.
- მიღებული ბიომაისისგან ორნმ-ს სუფთა ნივთიერების სახით გამოყოფა – ეს ეტაპი მრავალ ქვეეტაპს მოიცავს, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა: ორნმ-ს ისეთი პარამეტრების კონტროლს, როგორიცაა შემადგენლობა, იდენტურობა, რაოდენობრივი ანალიზი, ხარისხობრივი ანალიზი, ანალიზი ენდოტოქსინებზე, ანალიზი ნარჩენ ჩანართებზე და სხვა მრავალი. ანალიზის ეტაპები თავის მხრივ ექვემდებარება ვალიდაციის პროცესებს. მოქმედი ნივთიერება შემდეგ გადის რეტროსპექტული ვალიდაციის პროცესს. მზა სამკურნალო საშუალებისთვის კი შემუშავებულია სტაბილურობის ანალიზის პროგრამა. სტაბილურობის ანალიზი ადასტურებს, რომ ლარიფანის მოქმედი ნივთიერება – სუფთა სახით, მინარევების გარეშე – ინარჩუნებს აბსოლუტურ სტაბილურობას -20C° (მინუს 20 გრადუს ცელსიუს) ტემპერატურაზე 36 თვის განმავლობაში.
ლარიფანის მოქმედების მექანიზმი
ადამიანის ორგანიზმის უჯრედებში ორნმ-ს ამოცნობა ხდება PRR – რეცეპტორთა სისტემით. ისეთებით, როგორიცაა ტრანსმემბრანული TOL-მსგავსი რეცეპტორები TLR-3 და RLR-1 რეცეპტორები – კერძოდ ციტოზოლური რნმ-ჰელიკაზა- RIG-I და MDA-5 ცილებით.

RIG-I ან MDA-5 გავლით სიგნალის გადაცემა ხდება მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინით (MAVs), რომელიც უპირატესად განლაგებულია მიტოქონდრიების პეროქსისომების და მიტოქონდრიებთან ასოცირებული ენდოპლაზმის ბადის მემბრანებში MAVS ფაქტორის აქტივაციას მივყავართ ინტერფერონ მარეგულრებელი ცილების IRF3 და IRF7 ფოსფორილირებისკენ და IκB ფაქტორის უბიკვინტინ-დამოკიდებული დეგრადაციისკენ.
IRF3 da IRF7 ფოსფორილირებული დიმერების ან NF-κB ტრანსლოცირდება უჯრედის ბირთვში, სადაც ისინი უერთდება კონკრეტულ პრომოუტერებს და ააქტივებს მათ, რითიც იწვევს ინტერფერონების და ISG-ს ექსპრესიას.

ISG მოიცავს დამატებით IRF-ს და PRR-ს. IFN აგრძელებს შესაბამის ფაქტორთა ინდუქციას JAK-STAT გზის გავლით, რასაც საბოლოოდ მივყავართ ISG-ს ფართო სპექტრის ინდუქციამდე, ანტივირუსული ეფექტების და ინტერფერონ-სიგნალიზაციის პოზიტიური და ნეგატიური რეგულატორების ჩათვლით.

TLR3 და ლარიფანის ურთიერთქმედება ააქტივებს TIR-დომენ-შემცველ ადაპტერს (TICAM1), რომელიც აინდუცირებს ინტერფერონებს. რასაც მივყავართ რამდენიმე ტრანსკრიფციული ფაქტორის აქტივაციამდე – IRF3/7 და NF-κB ჩათვლით.
უცხო რნმ-ის დამატებითი სენსორი ორგანიზმში არის ინტეფერონ-ინდუცირებული ორნმ-აქტივირებული პროტეინკინაზა R (PKR), ის წარმოადგენს ანტივირუსულ ISG-ს და PRR-ს, ამოიცნობს ორნმ-ს – IFN-ის ინდუქციისთვის.
PKR არააქტიური ფორმა თავისთავად წარმოადგენს მონომერს ორი ორნმ-შემაკავშირებელი დომენით და ერთი კატალიზური დომენით.
ორნმს-თან შეკავშირება ხელს უწყობს PKR-ს დიმერიზაციას, ავტოფოსფოლირებას, შემდეგ მისი სუბსტრარტის – ტრანსლაციის ინიციაციის 2α ეუკარიოტული ფაქტორის ქვეერთეულების (eIF2α) ფოსფორილირებას. eIF2α ფაქტორის ფოსფოლირების შემდეგ იგი იწვევს ვირუსული ერთჯაჭვიანი რნმ-ს ტრანსლაციის გლობალურ ბლოკირებას.
სხვა მოლეკულა, რომელიც რეაგირებს ორნმ-ზე, არის 2′-5′ ოლიგოადენილატსინთეტაზა (OAS). OAS არეგულირებს ვირუსული ინფექციის ადრეულ ფაზას, შლის რა ვირუსის უჯრედის ერთჯაჭვიან რიბონუკლეინის მჟავას, რიბონუკლაზა L -თან ერთად კომბინაციაში და ამ გზით აინჰიბირებს ვირუსის გამრვლების პროცესს.
მოკლედ ლარიფანის ინტერფერონმაინდუცირებელი უნარის და ფართო სპექტრის იმუნური პასუხის აქტივაციის შესახებ
ლარიფანის ეფექტი განისაზღვრება შემდეგი მოქმედებით: იგი ააქტიურებს ადამიანის ორგანიზმის თანდაყოლილ ანტივირუსულ იმუნიტეტს; აინდუცირებს ინტერფერონების გამომუშავებას ორგანიზმში; ააქტივებს ლიმფოციტების 3 პოპულაციას – T, B და NK უჯრედებს; ასტიმულირებს ლიმფოციტური მარკერების ექსპრესიას; ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს; რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია და საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ. ლარიფანი წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის. ხელს უშლის ასევე რამდენიმე ბაქტერიის და ისეთი უჯრედშიდა გამომწვევების გამრავლებას, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია.
ორგანიზმში მოხვერდის შემდგომ, ორნმ-ლარიფანი ექვემდებარება რიბონუკლეაზა III- ს ზემოქმედებას, რომელიც 40-60 წუთში შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომელთა გამორჩევა ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებისგან შეუძლებელია და რომელთაც არ გააჩნიათ ლარიფანისთვის დამახასიათებელი რაიმე სახის ბიოლოგიური აქტივობა.
მოქმედების მექანიზმიდან და ფარმაკოკინეტიკიდან გამომდინარე აღსანიშნავია, რომ ლარიფანი არის იმუნომოდულატორი – ადამიანის ორგანიზმის თანდაყოლილი ანტივირუსული იმუნიტეტის გააქტივების უნარით. ინტერფერონის დონე სისხლის შრატში იზრდება 4-ჯერ ლარიფანის გამოყენებიდან 2-10 საათში, თუმცა მალევე უბრუნდება ფიზიოლოგიურ ნიშნულს, მიუხედავად მკურნალობის ხანგრძლივობისა. ინტერფერონის რაოდენობას სისხლში თავად ორგანიზმის იმუნური სისტემა არეგულირებს. სწორედ ამ მიზეზით ლარიფანის ჭარბი დოზით გამოწვეული გვერდითი მოვლენები არც ერთ კვლევაში არ არის აღწერილი, მაშინაც კი, როცა კვლევის დროს მისი გამოყენება ხდებოდა საშუალო თერაპიულ დოზაზე 4-5-ჯერ მეტი რაოდენობით.
ლარიფანის პირდაპირი ანტივირუსული მოქმედება
ლარიფანის სხვადასხვა სამკურნალო ფორმები ეფექტურია შემდეგი ვირუსული გამომწვევების სამკურნალოდ:
- რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები,
- პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა),
- პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა),
- ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინენებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),
- კორონა-ვირუსები (SARS-COV, MERS-COV, SARS-COV-2 ჩათვლით);
- როტავირუსული ინფექცია;
- ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი,ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი, მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა);
- პაპილომა-ვირუსული ინფექცია, ონკოგენური შტამების ჩათვლით,
- იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, Dengi DENV, ზიკა – ვირუსი და სხვა.
- ანტიბიოტიკებთან ერთად კომბინირებულ თერაპიაში, ლარიფანი ეფექტურია ასევე ისეთი გამომწვევების მიმართ, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია
ლარიფანის კლინიკური ეფექტურობა გამოშვების ფორმების მიხედვით
ლარიფან უნგო 0,05% მალამო 10გ განსაკუთრებით ეფექტურია: რესპირაციული ვირუსების პრევენციისთვის; ვირუსული გენეზის პროლიფერაციული პროცესების მკურნალობისთვის – მეჭეჭები, პაპილომები, კონდილომები, ჰერპესული გამონაყარი კანზე;
ლარიფან უნგო გამოიყენება დაბადების პირველივე დღეებიდან, ორსულობა-ლაქტაციის ჩათვლით.
ლარიფანი სპრეი 0,02% 10მლ, ლარიფანი სუპოზიტორია 0,5მგ #5, ლარიფანი სუპოზიტორია 1,5მგ #5 განსაკუთრებით ეფექტურია: რესპირაციული ვირუსული ინფექციების (მათ შორის CoVid-19) პროფილაქტიკისა და საწყის ეტაპებზე მკურნალობისთვის; რინოვირუსის; გრიპის; კორონავირუსების; კოქსაკის და სხვა მრავალფეროვანი ვირუსების საწყის ეტაპზე მკურნალობისთვის.
სპრეის გამოყენება შესაძლებელია – 3 თვის ასაკიდან ინჰალაციებისთვის, 1 წლის ასაკიდან შესხურებების სახით, ორსულობა-ლაქტაციის ჩათვლით.
ლარიფან სუპო 0,5მგ – გამოყენება შესაძლებელია 1 თვის ასაკიდან.
ლარიფან სუპო 1,5მგ -გამოყენება შესაძლებელია 3 წლის ასაკიდან.
ლარიფან ვაგინალური პესარიები 1,5მგ #5, ლარიფან სუპოზიტორია 4,0მგ #5 განსაკუთებით ეფექტურია საშუალო და მძიმე ვირუსული დაავადებების (მათ შორის CoVid-19) მკურნალობისთვის; მორეციდივე ჰერპესის და სხვადასხვა გზით (მათ შორის სქესობრივი გზით) გადამდები ვირუსული ინფექციების მკურნალობისთვის; ხშირად მორეციდივე და განსაკუთრებით მძიმე კლინიკით მიმდინარე ვირუსული ინფექციების მკურნალობისთვის.
ლარიფან სუპო 4,0მგ – არ გამოიყენება 18 წლამდე ასაკში და ორსულობა-ლაქტაციის დროს!