ლარიფანის შესახებ

 „ლარიფან კავკასია“-ს გუნდი

„ლარიფან კავკასია“-ს გუნდი შედგება აზარტული, კრეატიული, ენთუზიაზმით სავსე, ნიჭიერი კადრებისგან. ჩვენ ერთად განვიხილავთ აბსოლუტურად ყველა პრობლემას, შეფერხებას და წარმატებას, რაც თან ახლავს სამუშაო პროცესს, ვკამათობთ, ერთად ვარჩევთ ეფექტურ სვლებს, ვეძებთ საუკეთესო გამოსავალს, ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თითეულ ჩვენგანს სჯერა ბრენდის უნიკალურობის და დარწმუნებულები ვართ იმაში რასაც ვამბობთ და ვაკეთებთ. 

კომპანიის საქმიანობა

,,ლარიფანი კავკასია“ ფარმაცევტული კომპანიაა, რომლის მთავარ მიზანს ქართულ ბაზარზე მსოფლიოში აღიარებული, ხარისხიანი პროდუქტების დანერგვა წარმოადგენს.

კომპანიის ძირითადი საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს. კერძოდ, ლარიფანის ბრენდის პოპულარიზაციას, ახალი ხარისხიანი პროდუქტების მოძიებას საქართველოს ბაზრისთვის, მარკეტინგულ, სადიტრიბუციო და საგანმანათლებლო მიმართულებებს.

კომპანიის მისიაა იზრუნოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე პრევენციული მედიცინის მიმართულებით და ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციური, ხარისხიანი და უსაფრთხო ფარმაცევტული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანის შექმნას.

კომპანიის ისტორია

შპს „ლარიფან კავკასია“ ოპერირებს საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან. მისი თანა-დამფუძვნებელი და ძირითადი პარტნიორი 2019 წლამდე იყო კომპანია SIA “Larifāns” (ლატვია), 2019 წლიდან კომპანიის პარტნიორები არიან Hisunit LLC (ისრაელი) and A.E.I. 24 (ესპანეთი). ისრაელიდან და ესპანეთიდან ხდება მაღალ ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტური პროდუქტების იმპორტი.

ახალი პროდუქტების მოძიება და დანერგვა: პირველ რიგში კეთდება ბაზრის სრულყოფილი ანალიზი. შემდეგ მიმდინარეობს ოპინიონ-ლიდერების აზრის კვლევა სავარაუდოდ შერჩეულ მიმართულებებთან დაკავშირებით. ვაკვირდებით მომხმარებლის ქცევას, კონსოლიდაციაში მოგვყავს მიღებული ინფორმაცია საკუთარ შესაძლებლობებთან და ამ გზით საბოლოოდ ვცხრილავთ საინტერესო პროდუქტების სიას. შერჩეულებს კი ვეძებთ აუცილბლად ისეთ ქვეყნებში, რომელთა წარმოებაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპასა და აშშ-შიც ითვლება ხარისხიანად.

პროდუქტის მწარმოებელთან მოლაპარაკებების აქტიურ ფაზაში გადასვლამდე ვიკვლევთ სპეციალისტების და საშუალო სტატისტიკური მომხმარებლის შეფასებებს აშშ-სა და ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც პროდუქტი უკვე რეგისტრირებულია და გაყიდვაშია. ვსახავთ სამოქმედო გეგმას ყველა ხსენებული ფაქტორის გათვალისწინებით.

პროდუქტის შესახებ დადებითი შეფასებების კუთხით მინიმალური ზღვარია 80%.

„ლარიფან კავკასია“-ს სამუშაო პორტფელში არსებული მედიკამენტები ევროკავშირის და ისრაელის წარმოებისაა. არჩევანი კეთდება პროდუქტებზე, რომლებიც უკვე სარგებლობს მოთხოვნით ევროპაში და აშშ-ში. ყურადღება ექცევა ისეთ მნიშვნელოვან სერთიფიკატებს, როგორიცაა GMP, EMA, ISO, FDA, ABC (American Botanical Council) – და სხვა ხარისხის და უსაფრთხოების დამადასტურებელი, მსოფლიოში აღიარებული სერთიფიკატებს.

ჩვენი მიზანია ეფექტურობის, ხარისხის და უსაფრთხოების უმაღლესი პროფილის მქონე ნატურალური ფარმაცევტული პროდუქტების საქართველოში შემოტანა.

საგანმანათლებლო საქმიანობა: 1. „ლარიფან კავკასია“-მ საქართველოს წამყვან ექიმებთან ერთად  შეიმუშავა „მშობელთა პრაქტიკული სკოლის“ პროექტი, სადაც შესაძლებელია ჩაერთოს ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არის ან გეგმავს გახდეს მშობელი. „მშობელთა პრაქტიკული სკოლის“ წევრები მუდმივად იღებენ საჭირო ინფორმაციებს ბავშვის მოვლის, კვების, განათლების მიმართულებით. მათთვის ეწყობა სხვადასხვა სახის საჩვენებელი და სასწავლო ღონისძიებები ვორქშოფებით.

  1. „ლარიფან კავკასია“-ში მოქმედებს ხელფასიანი სტაჟირების 3 თვიანი პროგრამა სამედიცინო და მისი მომიჯნავე ფაკულტეტების სტუდენტებისთვის. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები გადიან პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას ეფექტური კომუნიკაციის, თვითრეალიზაციის, ლიდერობის და გაყიდვების ტექნოლოგიების მიმართულებით. სასწავლო პროგრამა მორგებულია საუნივერსიტეტო სასწავლო პროგრამაზე, ისე, რომ მათ არ შეეშალოთ ხელი ძირითადი პროფესიის შესწავლაში. სტაჟირების პერიოდში სტუდენტები იღებენ საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ანაზღაურებას. სტაჟირების პროგრამის დასრულების შემდეგ წარმატებული სტუდენტების დასაქმება ხდება როგორც „ლარიფან კავკასია“-ში, ასევე სხვა პარტნიორ კომპანიებში.
Shopping Cart