პარტნიორები
ლარიფანი / Larifan
https://larifan.eu
კომპანია Larifan 1997 წელს დაარსდა ლატვიის დედაქალაქ რიგაში და სწორედ ამ წლიდან დაიწყო ბუნებრივი ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა-ლარიფანის (dsRNA-LARIFAN) აქტიური წარმოება ბიოტექნოლოგიური გზით. პროდუქტს დაერქვა კომპანიის სახელი და დღემდე ანტივირუსული საშუალება ლარიფანი მთელს მსოფლიოში ასოცირდება მის მწარმოებელ კომპანია „ლარიფანთან“
ორნმ-ლარიფანი პლეიოტროპული მოქმედების საშუალებაა, რომელიც მოიცავს ანტივირუსულ, ინტერფერონ-მაინდუცირებელ (იმუნომოდულაციურ), ანტიჰუმორულ, ანტიმუტაგენურ, ანტიალერგიულ, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებს.
ლარიფანის პრეკლინიკური კვლევები – ჩატარდა 6 სხვადასხვა კვლევითი უნივერსიტეტის ბაზაზე, რომელთა საფუძველზეც დაიბეჭდა 50-მდე პუბლიკაცია.
ლარიფანის სხვადასხვა ფორმებზე ჩატარდა 50-ზე მეტი კლინიკური კვლევა – ჯამში 8500-სზე მეტ პაციენტზე: ლარიფანის ინექციაზე – 8 კლინიკური კვლევა 1989-1999 წლები – ჯამში 1400-მდე პაციენტი. ლარიფან უნგო მალამოზე– 24 კლინიკური კვლევა 1986-1991 წლები – ჯამში 4000-მდე პაციენტი. ლარიფანის სპრეიზე – 12 კლინიკური კვლევა 1990-2011 წლები – ჯამში 3000-მდე პაციენტი. ლარიფანის სუპოზიტორიებზე – 6 კლინიკური კვლევა 2010-2011 წლები – ჯამში 500-მდე პაციენტი.
ლარიფანი იწარმოება GMP სტანდარტით, რაც უზრუნველყოფს პროდუქცტი მაღალ ხარისხს და უსაფრთხოებას.
2014 წელს ლატვიაში „ლარიფანს“ მიენიჭა „ინოვაციის ჯილდო“ ნომინაციაში „ყველაზე ინოვაციური პროდუქტი“.
1/12/2020-31/12/2021 პერიოდში EMA-ს (European Medicines Agency) რეკომენდაციით და კოორდინაციით ლატვიაში ჩატარდა ლარიფანის ანტივირუსული ეფექტურობის კვლევა KOVID-19-თან მიმართებაში. კვლევამ დაადასტურა არამხოლოდ ლარიფანის ეფექტურობა SARS-CoV-2-ის რეპლიკაციის დათრგუნვის მიმართულებით, არამედ მისი უსაფრთხოების უმაღლესი პროფილიც და კიდევ ერთხელ დაადასტურა 2006 წელს ჩატარებული პაციენტების მხრიდან მისი ამტანობის და უსაფრთხოების კვლვის პოზიტიური შედეგი.
საქართველოში Larifan-ს პროდუქტები ხელმისაწვდომია 2009 წლიდან და ისინი უკვე ყველა ექიმის არჩევის პრეპარატებია რესპირაციულ ვირუსულ ინფეციებთან ბრძოლის დროს.
ჰიუნიტი / Hisunit
კომპანია Hisunit ძირითადად ფოკუსირებულია საკვები დანამატებისა და ბუნებრივი საშუალებების წარმოებაზე ჩვილებისა და ბავშვების ჯანმრთელობისათვის. კომპანია Hisunit აწარმოებს ახალშობილთა კოლიკის შემამსუბუქებელ – მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში ცნობილ და აღიარებულ – ბეიბიქალმის წვეთებს. კომპანიის მიზანია შექმნას ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტები, რომლებიც დაფუძნებულია ბუნებრივ ინგრედიენტებზე. კომპანია Larifan-ის მიერ წრმოებული ბეიბიქალმი უკვე 30 წელზე მეტია, რაც მიღებულია, აღიარებულია და თავისუფალ გაყიდვაშია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანა, აშშ, კანადა, დსთ-ს ქვეყნები და აზიის ქვეყნები (მათ შორის ახლო აღმოსავლეთი).
Hisunit იყენებს მცენარეული ნედლეულს, რომელიც მოდის შეერთებული შტატებისა და ისრაელის GMP სერტიფიცირებული ქარხნებისგან. პროდუქტების ყველა კომპონენტი არის FDA GRAS სიაში, აქვს პედიატრიული დოზების ფარმაკოპეური სტანდარტები, ფლობს ABC (American Botanical Council) ნებართვას- ჩვილებში გამოყენებისთვის. ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როცა საკვებ დანამატებზე ჩატარებულია ორმაგი ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევები ეფექტის და უსაფრთხოების კვლევისა და დადასტურების მიზნით.
საქართველოში Larifan-ის მიერ წარმოებული ბეიბიქალმის წვეთები ხელმისაწვდომია 2019 წლიდან და მისი ეფექტურობის და უსაფრთხოების უმაღლესი პროფილის გამო უკვე დიდი ხანია იკავებს ადგილს ყველაზე გაყიდვადი ანტიკოლიკური საშუალებების სიის სათავეში.
Aragonesa de Exportación Internacional 24 (A.E.I.24)
A.E.I.24 არის ესპანური კომპანია, რომელიც დაარსდა 2012 წელს, ამჟამად A.E.I.24 წარმოადგენს კომპანიათა ჯგუფს, რომელსაც ძირითადი ოფისები აქვს ესპანეთში, პორტუგალიაში, ირლანდიასა და ბრაზილიაში.
A.E.I.24 აწარმოებს, ახორციელებს ექსპორტს და გასცემს ლიცენზიებს ისეთ ფარმაცევტულ პროდუქტებზე, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც საკვები დანამატები, კოსმეტიკა და სამედიცინო მოწყობილობები.
A.E.I.24 -ს მიერ წარმოებული პროდუქტები ამჟამად წარმოდგენილია 5 კონტინენტის 90-ზე მეტ ქვეყანაში.
A.E.I.24 პროდუქტებს აწარმოებს ქარხნებში, რომლებიც სერტიფიცირებულია ევროპული წარმოების უმაღლესი სტანდარტებით GMP, HACCP, ISO 9001 & 13845 სერტიფიკატებით.
ფარმაცევტული პროდუქტების შემუშავებისა და განვითარების მიზნით A.E.I.24 თანამშრომლობს ისეთ კვლევით უნივერსიტეტებთან, როგორიცაა სარაგოსას უნივერსიტეტი (ესპანეთი), მინჰოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) და საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია).
საქართველოში A.E.I.24-ს ლიცენზიით წარმოებული პრუდქცია ხელმისაწვდომია 2022 წლიდან და უკვე მოიპოვა ნდობა ექიმთა და პაციენტთა მხრიდან, როგორც ეეფექტურმა საშუალებებმა, რომლებიც არ ავითარებს გვერდით მოვლენებს.
ფიტობიოსი / Fitobios
კომპანია Fitobios 2009 წლიდან წარმატებით ქმნის, აწარმოებს და ავრცელებს საკვებ დანამატებს, სამედიცინო მოწყობილობებსა და ნატურალურ კოსმეტიკურ საშუალებებს (100% იტალიური). მათი სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ბიშელიეში, სამხრეთ იტალიაში. საწარმო ქარხანა – ბიშელიესთან ახლოს- ინდუსტრიულ ზონაში, ხოლო ექსპორტზე ორიენტირებული ოფისები კი – რომში.
Fitobios ფლობს ეფექტის და ხარისხის ისეთი საერთაშორისო მარეგულირებლების სერტიფიკატებს, როგორიცაა: CE, GMP, ISO.
კომპანია Fitobios იყენებს უძველეს მცენარეულ ტრადიციებს უახლეს სამეცნიერო მიღწევებთან კოორდინაციაში, რათა შექმნას ეფექტური და უსაფრთხო პროდუქტები.
Fitobios ირჩევს მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულს და ახორციელებს მათ ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფო, რუსეთი, ყოფილი დსთ-ის ქვეყნები), ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. კერძოდ – არაბთა გაერთიანებული საამიროებში.