ლარიფან პესო 1.5მგ

58,99 

Category:

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: „ლარიფანი“ – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 1.5მგ / ვაგინალური პესარია.

 

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.

ათქ კოდი: J05AX

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

„ლარიფან პესო 1.5მგ“-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ „ლარიფანი“ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. „ლარიფან“-ს გააჩნია ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური მოქმედება – ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო.

 

„ლარიფან“-ს გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ეფექტურია შემდეგი ვირუსული გამომწვევების სამკურნალოდ: რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით); როტავირუსული ინფექცია; ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა); პაპილომა-ვირუსული ინფექცია, ონკოგენური შტამების ჩათვლით, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, Dengi DENV, ზიკა – ვირუსი და სხვა ვირუსები.

 

„ლარიფანი“ ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L-ს და პროტეინ-კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ. „ლარიფანი“ წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

„ლარიფანი“ ეფექტურია ასევე ისეთი გამომწვევების მიმართ, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა.

 

„ლარიფანი“-ს ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნომოდულაციური მოქმედება. „ლარიფანი“ ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, NK უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – „ლარიფანი“, იცავს და ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ააქტივებს რა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ Toll – მსგავს რეცეპტორებს, კერძოდ კი – TLR3 რეცეპტორებს, რომელთა აქტივაცია ხელს უწყობს ფართო სპექტრის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას.

TLR3 რეცეპტორები ეკუთვნის სპეციფიურ „ამომცნობ“ რეცეპტორთა ოჯახს, რომლებიც მყისიერად ამოიცნობს სხვადასხვა პათოგენურ გამომწვევებს, მათ შორის ისეთებს, რომლებთანაც ორგანიზმს ადრე შეხება არ ჰქონია. ეს რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური დაცვის პირველ ეტაპზე ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ.

TLRdsRNA ენდოსომური კომპლექსის წარმოქმნის შედეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი. TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინი – Mitochondrial Antiviral-signaling Protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს პროანთებითი ციტოკინების ინდუქციას.

აქტიურდება NK – უჯრედები, რომლებიც ასევე მიეკუთვნება არასპეციფიურ იმუნურ სისტემას და მათი ძირითადი ფუნქციაა გაანადგურონ ნებისმიერი პათოგენით (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) ინფიცირებული უჯრედები.

T და B ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების და ციტოკინების სისტემა.

„ლარიფანი“ ასევე ასტიმულირებს GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ ფაქტორს), რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისათვის, მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ლარიფანი“-ს ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

„ლარიფან პესო 1.5მგ“ ეხმარება ორგანიზმს მისი საკუთარი თანდაყოლილი სისტემური და ლოკალური იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისგან.

„ლარიფან პესო 1.5მგ“ წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული დაავადებების განვითარებას.

ფარმაკინეტიკა:

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ „ორნმ-ლარიფანი“ ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია „ორნმ-ლარიფანი“-სთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობა და მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებიდან შეუძლებელია.

 

 

ჩვენება:

 

  • მეორადი იმუნოდეფიციტისპროფილაქტიკა და მკურნალობა;

 

  • ჰერპეს-ვირუსულიინფექციების სისტემური მკურნალობა (მორეციდივე და პროლონგირებული ფორმების ჩათვლით), მათ შორის: გენიტალური ჰერპესი, მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი;

 

  • პაპილომა-ვირუსული ინფექციის მკურნალობა, ონკოგენური შტამების ჩათვლით. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – CINI და CIN II  მკურნალობა, ასევე კონიზაციის შემდგომ – რეციდივის თავიდან ასაცილებლად;

 

  • ურეაპლაზმის, მიკოპლაზმის და ქლამიდიოზის კომბინირებული მკურნალობა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში;

 

  • არასპეციფიური ვაგინიტები.

 

  • სქესობრივად ტრანსმისიული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად..

 

 

 

 

 

 

მიღების წესი და დოზირება:

 

დიაგნოზი პრევენციისთვის მკურნალობისთვის
მეორადი იმუნოდეფიციტი 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 3-5 დღე. ზოგადი იმუნოკორექციისთვის – 1 პესარია 3-4 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი – 5-10 პესარია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.
ჰერპესული და პაპილომავირუსული ინფექცია 1 პესარია ვაგინალურად საღამოს – 3-5 დღე მიყოლებით. ინფექციის პირველივე სიმპტომებისას:

1 პესარია ვაგინალურად საღამოს 12-24 საათში ერთხელ 10-20 დღე მიყოლებით. კურსი უნდა გამეორდეს 1 თვის შემდეგ.

გენიტალური ჰერპესის ალტერნატიული მკურნალობის სქემა   1 პესარია მენსტრუალური ციკლის  მე-6, მე-7, მე-12, მე-13, მე-17, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, და 25-ე დღეს – ორი თვე მიყოლებით.

 

პაპილომავირუსული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია. 1 პესარია ვაგინალურად საღამოს – 3-5 დღე მიყოლებით. 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 20 დღე მიყოლებით. კურსი უნდა გამეორდეს 1 თვის შემდეგ. სულ ტარდება 3 კურსი. დისპლაზიის შემთხვევაში კურსებს შორის სასურველია ონკოციტოლოგიური კვლევა.
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის და ჰერპესული ინფექციის თანხვედრისას   1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 15-დღის განმავლობაში. კურსი მეორდება 1 თვის შემდეგ. დასასრულს – საკონტროლო ონკოციტოლოგია. ასეთი კურსი შესაძლებელია განმეორდეს აუცილებლობის შემთხვევაში.
ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 5-10 დღე მიყოლებით. I ციკლი: 1 პესარია ვაგინალურად 24 საათში ერთხელ 5 დღე მიყოლებით; II ციკლი – ანტიბიოტიკის პარალელურად: 1 პესარია ვაგინალურად 24 საათში ერთხელ 10-20 დღე მიყოლებით. ერთი კურსი შედგება 15-25 პესარიისგან. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 1 თვის ინტერვალით.
არასპეციფიური ვაგინიტები

 

1 პესარია ვაგინალურად საღამოს სიმპტომურად. 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 5-10 დღე მიყოლებით. სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში კურსი შეიძლება გაგრძელდეს.

 

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არარის.

ორსულობა ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:

ექიმის კონსულტაციით.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთანარ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები:

ყურადღებით გაეცანით დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიში მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე.

არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:  არ გამოიყენოთ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რომ დარღვეულია მისი შეფუთვის მთლიანობა.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

5 პესარია (1.5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

„ლარიფან ლტდ“, კურბადას ქ. N 2 ბ, რიგა, LV – 1009, ლატვია. www.larifan.eu, info@larifans.lv

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ლარიფან პესო 1.5მგ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart