Sale!
შენახვის პირობები და ვადები: ინახება 25°C ტემპერატურამდე. ბნელ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ახალშობილები და ბავშვები, კუჭ-ნაწლავი, ფასდაკლება, ყველაზე პოპულარულები
ბეიბიქალმი 50მლ
54,95 ₾ Original price was: 54,95 ₾.43,97 ₾Current price is: 43,97 ₾.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავებში აირწარმომქნის შემამცირებელი პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Hisunit
მწარმოებელი ქვეყანა: ისრაელი
გამოშვების ფორმა: ზეთოვანი ხსნარი შუშის ფლაკონში 15 მლ – 50 მლ სხნარის მოსამზადებლად
გაცემის ფორმა: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
კატეგორია: ახალშობილები და ბავშვები, კუჭ-ნაწლავი, ფასდაკლება, ყველაზე პოპულარულები
ჩვენება
ბეიბიქალმის წვეთები გამოიყენება შემდეგი ჩვენებით:
შეტევითი ტკივილები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (ახალშობილთა კოლიკა);
საჭმლის მონელების გაძნელება;
ხშირი ამოქაფება და/ან ღებინება
უკუჩვენება: გამოვლენილი და დადასტურებული ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) საკვები დანამატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა.
სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმართეთ ექიმს.
გამოყენების და შენახვის წესი
გამოყენების წესი და დოზები: შეავსეთ ბოთლი ანადუღარი და კარგად გაგრილებული წყლით ბოთლზე მიკრული ეტიკეტის ზედა საზღვრამდე, ისე, რომ საბოლოოდ მიიღოთ 50 მლ სხნარი. ყოველი გამოყენების წინ ბოთლი კარგად შენაჯღიეთ. გამზადებული ხსნარი თავისივე პიპეტით ჩააწვეთეთ ბავშვს პირის ღრუში – 10 წვეთი ყოველი ჭამის წინ ან ჭამათა შორის შუალედებში – ნელნელა, წვეთ-წვეთობით (არ გამოიყენოთ კოვზი!). დღეღამის განმავლობაში გამოყენების ჯერადობა შეზღუდული არ არის.
შენიშვნა: გამოიყენება გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირებისას ან საკვები დანამატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.
შენახვის პირობები და ვადები: ინახება 25°C ტემპერატურამდე. ბნელ, სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ საკვებ დანამტს ნუ გამოიყენებთ.
დისტრიბუტორი
მწარმოებელი კომპანია: Hisunit Ltd. ისრაელი
ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“
იყავით პირველი შემფასებელი: „ბეიბიქალმი 50მლ“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
- ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სუპო 0.5 მგ
49,99 ₾Original price was: 49,99 ₾.39,97 ₾Current price is: 39,97 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი
44,99 ₾Original price was: 44,99 ₾.39,99 ₾Current price is: 39,99 ₾.შეფასება 0, 5-დან
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.