, ,

ბიოპიკ პროტეტივო სპრეი

ნატურალური მწერებისგან დამცავი სპრეი (გაზისა და სპირტის გარეშე) – გარე გამოყენებისთვის

ნაზი და ეფექტური სპრეი მწერების წინააღმდეგ, შესაფერისი როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. შეიცავს ნატურალურ კომპონენტებს – ნიმის ზეთს, ლიმონგრასს, გერანიუმსა და ღვიის ეთერზეთს, რომლებიც ცნობილია მათი მწერების მოსაგერიებელი თვისებებით. შესაძლებელია გამოყენება კანზე, ტანსაცმელსა და თეთრეულზე ყოველ 2–3 საათში. არ შეიცავს გაზსა და სპირტს. უსაფრთხოა რეკომენდებული გამოყენების პირობებში.

წარმოშობა: იტალია | მოცულობა: 100 მლ სპრეის ბოთლი

შემადგენლობა

ლიმონგრასი – Citronella (Cymbopogon nardus L.) o.e. – 1,5%, 
გერანიუმი – Geranio (Pelargoium graveolens L’Her.) o.e. – 1,0%, 
ღვია – Ginepro (Juniperus communis L.) o.e. – 0,5%, 
ნიმის ზეთი – Olio di neem (Melia azadirachta L.) – 2,20%.
Aqua, Coco-Glucoside, Melia Azadirachta Seed Oil, Cymbopogon Winterianus Herb Oil, Geraniol, Citronellol, Dehydroacetic Acid, Benzoic Acid, Juniperus Communis Fruit Oil, Citric Acid, Pelargonium Graveolens Stem Leaf Oil, Limonene, Phenoxyethanol, Linalool, Farnesol, Citral.

ინფორმაცია შემადგენელი კომპონენტების შესახებ

ნიმის ზეთი – მწერების საწინააღმდეგო თვისებების გამო, ძალიან პოპულარულია ტროპიკულ რეგიონებში, აფრიკიდან – ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულებამდე.
ლიმონგრასი, გერანიუმი და ღვია – ასევე ფართოდ გამოიყენება მწერების მოსაგერიებლად.

გამოყენების წესი

მწერებისგან დასაცავად შეისხურეთ კანზე ყოველ 2-3 საათში ერთხელ. შეიძლება ტანსაცმელზე, ზეწარზე, ბალიშის პირზე შესხურება – კოღოების მოსაგერიებლად.

უსაფრთხოების ზომები

მოერიდეთ თვალებისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებთან კონტაქტს. არ გამოიყენოთ დაზიანებულ/შესიებულ/გაღიზიანებულ კანზე.

ვარგისობის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. გახსნიდან ვარგისია 6 თვე

გამოშვების ფორმა

შეფუთვაში 100 მლ სპრეის ბოთლი გაზის გარეშე.

მწარმოებელი

ქვეყანა – იტალია.  Fitobios Srl. Via Ruvo, 78-80.76011 Biscegile (B1)   www.fitobios.it.     info@fitobios.it  

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ბიოპიკ პროტეტივო სპრეი“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart