Sale!
, ,

ლარიფან სპრეი 0.02%

Original price was: 44,50 ₾.Current price is: 39,05 ₾.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი - ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – ლიოფილიზებული, 2 მგ შეფუთვაში;

სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი.

 

ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ინტერფერონმაინდუცირებელი ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ის ეფექტურია ჰერპესის, პაპილომას, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების, კორონავირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.

 

ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ლარიფანის ზემოქმედებით წყდება ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოკინები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ინფექცისს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი 40-60 წუთში იშლება და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

ჩვენება

  • რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა - მათ შორის რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა), კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
  • როტავირუსული ინფექციის სისტემური მკურნალობა;
  • ჰერპეს-ვირუსული ინფექციების მკურნალობა, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი - HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა);
  • პაპილომა-ვირუსული ინფექციის მკურნალობა, ონკოგენური შტამების ჩათვლით, მათ შორის სახმო იოგებზე და მათ მიმდებარედ პაპილომატოზური წანაზარდების ექსტრიპაციის შემდგომი პერიოდი - რეციდივის პროფილაქტიკისთვის;
  • ვირუსული ეტიოლოგიის სტომატიტები;
  • ხმის ჩახლეჩა, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი.

 

 

უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არარის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

ორსულობა-ლაქტაციის პერიოდი: ექიმის დანიშნულებით.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: თავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

 

განსაკუთრებული მითითებები:

აქტიური ნივთიერება მოწოდებულია ლიოფილურად გამოშრობილი სახით, რის შედეგადაც ის წარმოდგენილია მცირედი ნალექის ფორმით შუშის ბოთლის ფსკერზე. პოლიეთილენის კაფსულაში არსებული 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი განკუთვნილია შუშის ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების განზავებისთვის. გახსენით პლასტმასის კაფსულა და შიგთავსი ჩაასხით შუშის ბოთლში.

 

სიფრთხილის ზომები:

ყურადღებით გაეცანით დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

გამოყენების და შენახვის წესი

 

ასაკი საპროფილაქტიკო დოზები სამკურნალო დოზები
4-12 თვე ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 0,5-1 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა სხნარი და დავუმატოთ 0,5-1-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი.

ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში.

1-8 წელი თითო შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 1-ჯერ დღეში - ჯანმრთელ ბავშვებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ბავშვებში - 3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 4-5ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის  ჩაასხით ნებულაიზერში 1-2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს  მზა სხნარი და დავუმატოთ 1-1,5-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი - ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 2-3 დღის განმავლობაში.

8-14 წელი 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 2-ჯერ დღეში- ჯანმრთელ ბავშვებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ბავშვებში - 4-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 5-6-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის  ჩაასხით ნებულაიზერში 2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს  მზა ხსნარი და დავუმატოთ 1-1,5 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი - ინჰალაცია დღეში კეთდება 1-2-ჯერ 2-3 დღის განმავლობაში.

14 წლიდან 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 3-ჯერ დღეში - ჯანმრთელ პირებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში - 5-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 6-8-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 3 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა ხსნარი, ინჰალაცია კეთდება დღეში 2-ჯერ 3-9 დღის მანძილზე.

(სახმო იოგების პაპილომატოზის დროს მოზრდილებში შეიძლება „ლარიფანი“-ს საინჰალაციო დოზის გაზრდა - 5მლ-მდე 2-ჯერ დღეში 9-12 დღის მანძილზე).

 

 

დოზის გადაჭარბება:  დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

ვარგისობის ვადა: პრეპარატის ვარგისობის ვადაა 3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:  ლიოფილურად გამომშრალი (განუზავებელი) ლარიფანი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. განზავების შემდგომ შინახეთ  + 20C - +80C  ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში.  უფრო ხანგრძლივმა შენახვამ ამ ტემპერატურაზე შეიძლება გამოიწვიოს მოქმედი ნივთიერების აქტივობის შემცირება.  განზავებული ხსნარი შესაძლებელია გაიყინოს და ინახებოდეს -180C ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდით - ვარგისობის ვადის გასვლამდე.

ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

დისტრიბუტორი

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia

ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სპრეი 0.02%“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart