,

ლარიფან სუპო 1.5მგ

58,99 

დისტრიბუტორი

 

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia

ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო

გამოყენების და შენახვის წესი

 

ასაკი მკურნალობისთვის
5-12 წელი 1 სუპოზიტორია 24 საათში ერთხელ 3-5 დღის განმავლობაში 1 ან 2 დღეში  ერთხელ. მკურნალობის კურსი -  3-5 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.
12 წლიდან ზემოთ 1 სუპოზიტორია 24 საათში ერთხელ. მკურნალობის კურსი -  5-10 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ჩვენება

ლარიფან სუპო 4,0 მგ რექტალური სუპოზიტორიების ჩვენებებია:

  • მეორადი იმუნოდეფიციტის მკურნალობა;
  • მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა - მათ შორის გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
  • გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპეს-ვირუსული ინფექციების სისტემური მკურნალობა, მათ შორის: მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი და სხვა;

 

განსაკუთრებული მითითებები:

5 წლამდე ასაკში და ორსულობის დროს „ლარიფან სუპო 1,5მგ“ რექტალური სანთლები გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი - ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 1.5 მგ / სუპოზიტორია

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი,  გამოხდილი წყალი.

 

ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ინტერფერონმაინდუცირებელი ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ის ეფექტურია ჰერპესის, პაპილომას, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების, კორონავირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.

 

ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ლარიფანის ზემოქმედებით წყდება ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოკინები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ინფექცისს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი 40-60 წუთში იშლება და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სუპო 1.5მგ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart