ლარიფან უნგო 0.05%

37,99 

Category:

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: „ლარიფანი“ – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 5 მგ/10 გრამში.

სხვა ნივთიერებები: ლანოლინი, პარაფინი, ვაზელინის ზეთი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პენტაერითრიტოლ დიოლეატე, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ლოკალური მოქმედების ანტივირუსული საშუალება.

ათქ კოდი: D06BB

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

„ლარიფან უნგო 0.05%“-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ „ლარიფანი“ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. „ლარიფან“-ს გააჩნია ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური მოქმედება – ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო.

 

„ლარიფან“-ს გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ეფექტურია შემდეგი ვირუსული გამომწვევების სამკურნალოდ: რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით); როტავირუსული ინფექცია; ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა); პაპილომა-ვირუსული ინფექცია, ონკოგენური შტამების ჩათვლით, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, Dengi DENV, ზიკა – ვირუსი და სხვა ვირუსები.

 

„ლარიფანი“ ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L-ს და პროტეინ-კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ. „ლარიფანი“ წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

„ლარიფანი“ ეფექტურია ასევე ისეთი გამომწვევების მიმართ, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა.

 

„ლარიფანი“-ს ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნომოდულაციური მოქმედება. „ლარიფანი“ ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, NK უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – „ლარიფანი“, იცავს და ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ააქტივებს რა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ Toll – მსგავს რეცეპტორებს, კერძოდ კი – TLR3 რეცეპტორებს, რომელთა აქტივაცია ხელს უწყობს ფართო სპექტრის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას.

TLR3 რეცეპტორები ეკუთვნის სპეციფიურ „ამომცნობ“ რეცეპტორთა ოჯახს, რომლებიც მყისიერად ამოიცნობს სხვადასხვა პათოგენურ გამომწვევებს, მათ შორის ისეთებს, რომლებთანაც ორგანიზმს ადრე შეხება არ ჰქონია. ეს რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური დაცვის პირველ ეტაპზე ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ.

TLRdsRNA ენდოსომური კომპლექსის წარმოქმნის შედეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი. TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინი – Mitochondrial Antiviral-signaling Protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს პროანთებითი ციტოკინების ინდუქციას.

აქტიურდება NK – უჯრედები, რომლებიც ასევე მიეკუთვნება არასპეციფიურ იმუნურ სისტემას და მათი ძირითადი ფუნქციაა გაანადგურონ ნებისმიერი პათოგენით (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) ინფიცირებული უჯრედები.

T და B ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების და ციტოკინების სისტემა.

„ლარიფანი“ ასტიმულირებს GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ) ფაქტორს, რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისათვის, მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ლარიფანი“-ს ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

„ლარიფან უნგო 0.05% “ ეხმარება ორგანიზმს მისი საკუთარი თანდაყოლილი სისტემური და ლოკალური იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისგან.

„ლარიფან უნგო 0.05% “ წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული დაავადებების განვითარებას.

ანტივირუსულ მოქმედებასთან ერთად „ლარიფან უნგო 0,05%“ -ს აქვს დამამშვიდებელი და რეპარაციული ეფექტი სხვადასხვა წარმოშობის კანის გაღიზიანებისას, ულტრაიისფერი, მსუბუქი თერმული დამწვრობის ჩათვლით, ხელს უშლის კოჟრების წარმოქმნას.

 

 

ფარმაკინეტიკა:

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ „ორნმ-ლარიფანი“ ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან და სწრაფად მოიყოფა ორგანიზმიდან.

დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია „ორნმ-ლარიფანი“-სთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობა და მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებიდან შეუძლებელია.

 

ჩვენება:

  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის კანზე და ლორწოვანზე;
  • ჩუტყვავილას ადგილობრივი მკურნალობისთვის;
  • პაპილომა ვირუსით და სხვა ვირუსებით გამოწვეული პროლიფერაციული პროცესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის კანსა და ლორწოვანზე – მათ შორის უბრალო მეჭეჭები, ბრტყელი მეჭეჭები, ვულგარული მეჭეჭები,  გენიტალური მეჭეჭები, მახვილწვეტიანი კონდილომები, პაპილომები, კონტაგიოზური მოლუსკები;
  • კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისთვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში რესპირაციული ინფექციების (მათ შორის გრიპის)ეპიდემიამდე და ეპიდემიისას პროფილაქტიკის მიზნით;
  • ჰერპესული ინფექციის მაპროვოცირებელი სიტუაციების დროს (ქარიან და/ან  ნესტიან ამინდებში, სიცივის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს), განსაკუთრებით ჰერპესული გამონაყარისკენ მიდრეკილ პირებში – ჰერპესის პრევენციისთვის.
  • კანზე კოჟრების წარმოშობის შესაჩერებლად.
  • ნებისმიერი ეტიოლოგიით გაღიზიანებული კანის აღდგენისა და დამშვიდებისთვის, მათ შორის –  ბავშვის ჰიგიენური საფენით გამოწვეული კანის მაცერაციის, I და IIხარისხის დამწვრობის, სახის კანის კოსმეტოლოგიური გაწმენდის შემდეგ  და/ან ეპილაციით გაღიზიანებული კანის, ასევე მსუბუქი ტრავმის შემდეგ კანის სწრაფად აღდგენის და დამშვიდებისთვის.
  • კანის ბაზალიომებისას.

 

უკუჩვენება:  მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:  არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:  საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

 

მიღების წესი და დოზირება:

 

დიაგნოზი პრევენციისთვის მკურნალობისთვის
რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის პრედეპიდემიის და ეპიდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრედეპიდემიურ და ეპიდემიის პერიოდებში ცხვირ-ტუჩის მიდამოს დამუშავებისთვის დღეში 4-6-ჯერ.
ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარის პროფილაქტიკაა და მკურნალობა კანზე და ლორწოვანზე სეზონამდე 1-2 კვირით ადრე და სეზონის დროს დღეში 2-3-ჯერ წასასმელად 2-3 კვირის განმავლობაში.  

პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ  წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად.

ჩუტყვავილას ადგილობრივი მკურნალობა უშუალოდ გამონაყარზე წასასმელად 2-3-ჯერ დღეში, გამონაყარის გაქრობამდე.
სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციული პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა კანსა და ლორწოვნაზე კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 2-3-ჯერ წასასმელად

2-3 კვირის

განმავლობაში.

პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად. პაპილომის შემთხვევაში, სასურველია მალამოს გამოყენება სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში, რეციდივის პრევენციისთვის.
გაღიზიანებული კანის აღდგენისა და დამშვიდებისთვის

 

1. ბავშვის ჰიგიენური საფენით გამოწვეული კანის

მაცერაციისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად საფენის ყოველი გამოცვლის დროს;

2. მზით დამწვრობის და სხვა მიზეზით გამოწვეული  I და II ხარისხის დამწვრობისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად ½ – 1 საათში ერთხელ 24-36 საათის მანძილზე;

3. სახის კანის კოსმეტოლოგიური გაწმენდის შემდეგ  და/ან ეპილაციით გაღიზიანებული კანის სწრაფად აღდგენის და დამშვიდებისთვის – კანზე წასასმელად 1-2-ჯერ დღეში 2-3 დღის მანძილზე

4. კანის ტრავმების – ნაკაწრების, მცირე ჭრილობების, ექსკორიაციების სწრაფად შეხორცებისთვის – დაზიანებულ უბნებზე წასასმელად 1-2 საათში ერთხელ 2-3 დღის მანძილზე.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები:

დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიში მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე.

არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:  არ გამოიყენოთ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რომ დარღვეულია მისი შეფუთვის მთლიანობა.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

მალამო ალუმინის ტუბში 10გ.

ვარგისობის ვადა:

3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

შენახვის პირობები:

ინახება +250C ტემპერატურამდე,  ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:

„ლარიფან ლტდ“, კურბადას ქ. N 2 ბ, რიგა, LV – 1009, ლატვია. www.larifan.eu, info@larifans.lv

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ლარიფან უნგო 0.05%”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart