,

ლარიფან სუპო 4.0მგ

119,99 

დისტრიბუტორი

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia

ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო

გამოყენების და შენახვის წესი

 

დიაგნოზი მკურნალობისთვის
მეორადი იმუნოდეფიციტი ზოგადი იმუნოკორექციისთვის - 1 სუპოზიტორია 5-7 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი - 5-10 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.
მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა  1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ, 2-5 დღე მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 4 დღიანი შესვენების შემდეგ იგივე კურსით.
გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპესვირუსული ინფექციის სისტემური მკურნალობა 1 სუპოზიტორია 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს - ჯამში 5 სუპოზიტორია. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ, კურსებს შორის 1 თვიანი შუალედებით.

 

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ჩვენება

  • მეორადი იმუნოდეფიციტის მკურნალობა;
  • მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა - მათ შორის გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა), კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
  • გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპეს-ვირუსული ინფექციების სისტემური მკურნალობა, მათ შორის: მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი და სხვა;

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული.

უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

სიფრთხილის ზომები: ყურადღებით გაეცანით და დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები:  არ არის რეკომენდებული ლარიფან სუპო 4,0მგ გამოყენება  16 წლამდე ასაკში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი - ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 4,0 მგ / სუპოზიტორია

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი,  გამოხდილი წყალი.

 

ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ინტერფერონმაინდუცირებელი ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ის ეფექტურია ჰერპესის, პაპილომას, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების, კორონავირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.

 

ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ლარიფანის ზემოქმედებით წყდება ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოკინები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ინფექცისს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი 40-60 წუთში იშლება და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სუპო 4.0მგ“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart