“გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
ვირუსი და გაციება, ზამთრის სეზონი, ზაფხულის სეზონი, ორსულები
ლარიფან პესო 1.5მგ
58,99 ₾
კატეგორია: ვირუსი და გაციება, ზამთრის სეზონი, ზაფხულის სეზონი, ორსულები
ჩვენება
ლარიფან პესო1,5 მგ ვაგინალური სანთლების ჩვენებებია:
მეორადი იმუნოდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ჰერპეს-ვირუსული ინფექციების სისტემური მკურნალობა (მორეციდივე და პროლონგირებული ფორმების ჩათვლით), მათ შორის: გენიტალური ჰერპესი, მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი;
პაპილომა-ვირუსული ინფექციის მკურნალობა, ონკოგენური შტამების ჩათვლით. საშვილოსნოს ყელის დისპლაზია – CIN I და CIN II მკურნალობა, ასევე კონიზაციის შემდგომ – რეციდივის თავიდან ასაცილებლად;
ურეაპლაზმის, მიკოპლაზმის და ქლამიდიოზის კომბინირებული მკურნალობა ანტიბიოტიკთან კომბინაციაში;
არასპეციფიური ვაგინიტები.
სქესობრივად ტრანსმისიული დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად..
ორსულობა ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: ექიმის კონსულტაციით.
განსაკუთრებული მითითებები:
არ გამოიყენოთ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რომ დარღვეულია მისი შეფუთვის მთლიანობა.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები:
ყურადღებით გაეცანით და დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოყენების და შენახვის წესი
დიაგნოზი | პრევენციისთვის | მკურნალობისთვის |
მეორადი იმუნოდეფიციტი | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 3-5 დღე. | ზოგადი იმუნოკორექციისთვის – 1 პესარია 3-4 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი – 5-10 პესარია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით. |
ჰერპესული და პაპილომავირუსული ინფექცია | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს – 3-5 დღე მიყოლებით. | ინფექციის პირველივე სიმპტომებისას:1 პესარია ვაგინალურად საღამოს 12-24 საათში ერთხელ 10-20 დღე მიყოლებით. კურსი უნდა გამეორდეს 1 თვის შემდეგ. |
გენიტალური ჰერპესის ალტერნატიული მკურნალობის სქემა | 1 პესარია მენსტრუალური ციკლის მე-6, მე-7, მე-12, მე-13, მე-17, მე-18, 21-ე, 22-ე, 24-ე, და 25-ე დღეს – ორი თვე მიყოლებით. | |
პაპილომავირუსული ინფექცია, საშვილოსნოს ყელის დისპლაზია. | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს – 3-5 დღე მიყოლებით. | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 20 დღე მიყოლებით. კურსი უნდა გამეორდეს 1 თვის შემდეგ. სულ ტარდება 3 კურსი. დისპლაზიის შემთხვევაში კურსებს შორის სასურველია ონკოციტოლოგიური კვლევა. |
საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის და ჰერპესული ინფექციის თანხვედრისას | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 15-დღის განმავლობაში. კურსი მეორდება 1 თვის შემდეგ. დასასრულს – საკონტროლო ონკოციტოლოგია. ასეთი კურსი შესაძლებელია განმეორდეს აუცილებლობის შემთხვევაში. | |
ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 5-10 დღე მიყოლებით. | I ციკლი: 1 პესარია ვაგინალურად 24 საათში ერთხელ 5 დღე მიყოლებით; II ციკლი – ანტიბიოტიკის პარალელურად: 1 პესარია ვაგინალურად 24 საათში ერთხელ 10-20 დღე მიყოლებით. ერთი კურსი შედგება 15-25 პესარიისგან. აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 1 თვის ინტერვალით. |
არასპეციფიური ვაგინიტები | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს სიმპტომურად. | 1 პესარია ვაგინალურად საღამოს 24 საათში ერთხელ 5-10 დღე მიყოლებით. სიმპტომების გაგრძელების შემთხვევაში კურსი შეიძლება გაგრძელდეს. |
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
დისტრიბუტორი
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia
ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო
იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან პესო 1.5მგ“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
- ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სპრეი 0.02%
44,50 ₾Original price was: 44,50 ₾.39,05 ₾Current price is: 39,05 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი
44,99 ₾Original price was: 44,99 ₾.39,99 ₾Current price is: 39,99 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სუპო 0.5 მგ
49,99 ₾Original price was: 49,99 ₾.39,97 ₾Current price is: 39,97 ₾.შეფასება 0, 5-დან
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.