“გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
Sale!
ახალშობილები და ბავშვები, ვირუსი და გაციება, ზამთრის სეზონი, ორსულები, ფასდაკლება, ყველაზე პოპულარულები
ლარიფან სპრეი 0.02%
44,50 ₾ Original price was: 44,50 ₾.39,05 ₾Current price is: 39,05 ₾.
ჩვენება
რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა – მათ შორის რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა), კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
როტავირუსული ინფექციის სისტემური მკურნალობა;
ჰერპეს-ვირუსული ინფექციების მკურნალობა, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი, მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა);
პაპილომა-ვირუსული ინფექციის მკურნალობა, ონკოგენური შტამების ჩათვლით, მათ შორის სახმო იოგებზე და მათ მიმდებარედ პაპილომატოზური წანაზარდების ექსტრიპაციის შემდგომი პერიოდი – რეციდივის პროფილაქტიკისთვის;
ვირუსული ეტიოლოგიის სტომატიტები;
ხმის ჩახლეჩა, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი.
უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არარის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
ორსულობა-ლაქტაციის პერიოდი: ექიმის დანიშნულებით.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება: თავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
განსაკუთრებული მითითებები:
აქტიური ნივთიერება მოწოდებულია ლიოფილურად გამოშრობილი სახით, რის შედეგადაც ის წარმოდგენილია მცირედი ნალექის ფორმით შუშის ბოთლის ფსკერზე. პოლიეთილენის კაფსულაში არსებული 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი განკუთვნილია შუშის ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების განზავებისთვის. გახსენით პლასტმასის კაფსულა და შიგთავსი ჩაასხით შუშის ბოთლში.
სიფრთხილის ზომები:
ყურადღებით გაეცანით დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოყენების და შენახვის წესი
ასაკი | საპროფილაქტიკო დოზები | სამკურნალო დოზები |
4-12 თვე | ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 0,5-1 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა სხნარი და დავუმატოთ 0,5-1-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი.ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში. | |
1-8 წელი | თითო შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 1-ჯერ დღეში – ჯანმრთელ ბავშვებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ბავშვებში – 3-ჯერ დღეში. | რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 4-5ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 1-2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა სხნარი და დავუმატოთ 1-1,5-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი – ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 2-3 დღის განმავლობაში. |
8-14 წელი | 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 2-ჯერ დღეში- ჯანმრთელ ბავშვებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ბავშვებში – 4-ჯერ დღეში. | რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 5-6-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა ხსნარი და დავუმატოთ 1-1,5 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი – ინჰალაცია დღეში კეთდება 1-2-ჯერ 2-3 დღის განმავლობაში. |
14 წლიდან | 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 3-ჯერ დღეში – ჯანმრთელ პირებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში – 5-ჯერ დღეში. | რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 6-8-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 3 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა ხსნარი, ინჰალაცია კეთდება დღეში 2-ჯერ 3-9 დღის მანძილზე.(სახმო იოგების პაპილომატოზის დროს მოზრდილებში შეიძლება „ლარიფანი“-ს საინჰალაციო დოზის გაზრდა – 5მლ-მდე 2-ჯერ დღეში 9-12 დღის მანძილზე). |
დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა: პრეპარატის ვარგისობის ვადაა 3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები: ლიოფილურად გამომშრალი (განუზავებელი) ლარიფანი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. განზავების შემდგომ შინახეთ + 20C – +80C ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივმა შენახვამ ამ ტემპერატურაზე შეიძლება გამოიწვიოს მოქმედი ნივთიერების აქტივობის შემცირება. განზავებული ხსნარი შესაძლებელია გაიყინოს და ინახებოდეს -180C ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდით – ვარგისობის ვადის გასვლამდე.
ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
დისტრიბუტორი
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia
ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო
იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სპრეი 0.02%“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
- ახალშობილები და ბავშვები
გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი
44,99 ₾Original price was: 44,99 ₾.39,99 ₾Current price is: 39,99 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სუპო 0.5 მგ
49,99 ₾Original price was: 49,99 ₾.39,97 ₾Current price is: 39,97 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ბეიბიქალმი 50მლ
54,95 ₾Original price was: 54,95 ₾.43,97 ₾Current price is: 43,97 ₾.შეფასება 0, 5-დან
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.