Sale!
,

ლარიფან სპრეი 0.02%

Original price was: 44,50 ₾.Current price is: 39,05 ₾.

შემადგენლობა:

 

აქტიური ნივთიერება: „ლარიფანი“ – ორსპირალური რიბონუკლინის მჟავა (dsRNA) ლიოფილიზებული, 2 მგ შეფუთვაში;

სხვა ნივთიერებები: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი.

 

 

მოქმედება:

 

„ლარიფან სპრეი 0,02% “-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ „ლარიფანი“ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. „ლარიფან“-ს გააჩნია ფართო სპექტრის მოქმედება – ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო.

 

„ლარიფან“-ს გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ეფექტურია შემდეგი ვირუსული გამომწვევების სამკურნალოდ: რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით); როტავირუსული ინფექცია; ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა); პაპილომა-ვირუსული ინფექცია, ონკოგენური შტამების ჩათვლით, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, Dengi DENV, ზიკა – ვირუსი და სხვა ვირუსები.

 

„ლარიფანი“ ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L-ს და პროტეინ-კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ. „ლარიფანი“ წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

„ლარიფანი“ ეფექტურია ასევე ისეთი გამომწვევების მიმართ, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა.

 

„ლარიფანი“-ს ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნომოდულაციური მოქმედება. „ლარიფანი“ ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, NK უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – „ლარიფანი“, იცავს და ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ააქტივებს რა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ Toll – მსგავს რეცეპტორებს, კერძოდ კი – TLR3 რეცეპტორებს, რომელთა აქტივაცია ხელს უწყობს ფართო სპექტრის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას.

TLR3 რეცეპტორები ეკუთვნის სპეციფიურ „ამომცნობ“ რეცეპტორთა ოჯახს, რომლებიც მყისიერად ამოიცნობს სხვადასხვა პათოგენურ გამომწვევებს, მათ შორის ისეთებს, რომლებთანაც ორგანიზმს ადრე შეხება არ ჰქონია. ეს რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური დაცვის პირველ ეტაპზე ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ.

 

TLRdsRNA ენდოსომური კომპლექსის წარმოქმნის შედეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი. TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინი – Mitochondrial Antiviral-signaling Protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს პროანთებითი ციტოკინების ინდუქციას.

 

აქტიურდება NK – უჯრედები, რომლებიც ასევე მიეკუთვნება არასპეციფიურ იმუნურ სისტემას და მათი ძირითადი ფუნქციაა გაანადგურონ ნებისმიერი პათოგენით (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) ინფიცირებული უჯრედები.

 

T და B ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების და ციტოკინების სისტემა.

 

„ლარიფანი“ ასტიმულირებს GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ) ფაქტორს, რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისათვის, მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ლარიფანი“-ს ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

 

„ლარიფან სპრეი 0,02% “ ეხმარება ორგანიზმს მისი საკუთარი თანდაყოლილი სისტემური და ლოკალური იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისგან.

 

„ლარიფან სპრეი 0,02% “ წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული დაავადებების განვითარებას.

 

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ „ორნმ-ლარიფანი“ ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან და სწრაფად მოიყოფა ორგანიზმიდან.

დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია „ორნმ-ლარიფანი“-სთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობადა მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებიდან შეუძლებელია.

 

 

ჩვენება:

  • რესპირაციულივირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა – მათ შორის რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა), კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
  • როტავირუსულიინფექციის სისტემური მკურნალობა;
  • ჰერპეს-ვირუსულიინფექციების მკურნალობა, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა);
  • პაპილომა-ვირუსული ინფექციის მკურნალობა, ონკოგენური შტამების ჩათვლით, მათ შორის სახმო იოგებზე და მათ მიმდებარედ პაპილომატოზური წანაზარდების ექსტრიპაციის შემდგომი პერიოდი – რეციდივის პროფილაქტიკისთვის;
  • ვირუსული ეტიოლოგიის სტომატიტები;
  • ხმის ჩახლეჩა;
  • ჰაიმორიტი;
  • ფრონტიტი;
  • ეთმოიდიტი.

 

 

 

 

მიღების წესი და დოზირება ასაკის მიხედვით:

 

ასაკი საპროფილაქტიკო დოზები სამკურნალო დოზები
4-12 თვე   ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 0,5-1 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა სხნარი და დავუმატოთ 0,5-1-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი.

ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 1-3 დღის განმავლობაში.

1-8 წელი თითო შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 1-ჯერ დღეში – ჯანმრთელ პირებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში – 3-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 4-5ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის  ჩაასხით ნებულაიზერში 1-2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს  მზა სხნარი და დავუმატოთ 1-1,5-2 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი – ინჰალაცია კეთდება დღეში ერთხელ 2-3 დღის განმავლობაში.

8-14 წელი 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 2-ჯერ დღეში- ჯანმრთელ პირებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში – 4-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 5-6-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის  ჩაასხით ნებულაიზერში 2 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს  მზა ხსნარი და დავუმატოთ 1-1,5 მლ ფიზიოლოგიური ხსნარი – ინჰალაცია დღეში კეთდება 1-2-ჯერ 2-3 დღის განმავლობაში.

14 წლიდან 2-2 შესხურება ღრმად ცხვირის და პირის ღრუში 3-ჯერ დღეში – ჯანმრთელ პირებში; ხოლო ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ პირებში – 5-ჯერ დღეში. რეკომენდებულია „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს 2-2 შესხურება ცხვირის და პირის ღრუში ღრმად 6-8-ჯერ დღეში 2-7 დღის განმავლობაში ინჰალაციებთან კომბინაციაში.

 

ინჰალაციისთვის ჩაასხით ნებულაიზერში 3 მლ „ლარიფან სპრეი 0.02%“-ს მზა ხსნარი, ინჰალაცია კეთდება დღეში 2-ჯერ 3-9 დღის მანძილზე.

(სახმო იოგების პაპილომატოზის დროს მოზრდილებში შეიძლება „ლარიფანი“-ს საინჰალაციო დოზის გაზრდა – 5მლ-მდე 2-ჯერ დღეში 9-12 დღის მანძილზე).

 

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არარის.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

ორსულობა-ლაქტაციის პერიოდი:

ექიმის დანიშნულებით.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

თავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

 

განსაკუთრებული მითითებები:

აქტიური ნივთიერება მოწოდებულია ლიოფილურად გამოშრობილი სახით, რის შედეგადაც ის წარმოდგენილია მცირედი ნალექის ფორმით შუშის ბოთლის ფსკერზე. პოლიეთილენის კაფსულაში არსებული 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი განკუთვნილია შუშის ბოთლში არსებული აქტიური ნივთიერების განზავებისთვის. გახსენით პლასტმასის კაფსულა და შიგთავსი გადაღვარეთ შუშის ბოთლში.

 

სიფრთხილის ზომები:

ყურადღებით გაეცანით დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიში მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე.

არ არის აღწერილი.

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

2მგ ლიოფილიზებული „ლარიფანი“ შუშის ბოთლში – აეროზოლის გამაფრქვევლით და 10მლ ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარი (გამხსნელი) პოლიეთილენის კაფსულაში, რომელთა ერთმანეთში შერევით მიიღება „ლარიფანის სპრეი 0.02%“ ხსნარი. შუშის ბოთლი და პოლიეთილენის კაფსულა მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობის ვადა:

პრეპარატის ვარგისობის ვადაა 3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ლიოფილურად გამომშრალი (განუზავებელი) ლარიფანი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. განზავების შემდგომ შინახეთ  + 20C – +80C  ტემპერატურაზე 3-4 დღის განმავლობაში.  უფრო ხანგრძლივმა შენახვამ ამ ტემპერატურაზე შეიძლება გამოიწვიოს მოქმედი ნივთიერების აქტიურობის შემცირება.  გამოუყენებელი ხსნარი შესაძლებელია გაიყინოს და ინახებოდეს -180C ტემპერატურაზე ხანგრძლივი პერიოდით – ვარგისობის ვადის გასვლამდე.

ინახება გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

მწარმოებელი:

შპს „ლარიფანი“, კურბადის ქუჩა 2ბ, რიგა LV-1009, ლატვია,

info@larifans.lv, www.larifan.eu.

CPNP კოსმეტიკური პროდუქტების ელექტრონულ

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ლარიფან სპრეი 0.02%”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart