Sale!
,

ლარიფან სუპო 0.5 მგ

Original price was: 49,99 ₾.Current price is: 39,97 ₾.

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 0.5 მგ / სუპოზიტორია

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნომოდულატორი. ფართო სპექტრის ანტივირუსული საშუალება

 

ათქ კოდი: J05AX

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

„ლარიფან სუპო 0.5 მგ“-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია მრავალმხრივი ფარმაკოლოგიური მოქმედება – ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს ფააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი – ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, ადენოვირუსების, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.

 

ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით მსგავსია ინტერფერონების მოქმედებისა, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L-ს და პროტეინ კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ.  კერძოდ, წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც სერთოა ყველა ვირუსისთვის.

 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ლარიფანი ააქტივებს ფიბრობლასტებისა და ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ TLR რეცეპტორებს, წარმოიქმნება TLRdsRNS ენდოსომური კომპლექსი, შემდეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი  (α, β და γ ინტერფერონების).

TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების – RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინს – Mitochondrial antiviral-signaling protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს ანთების საწინააღმდეგო ციტოკინების ინდუქციას.

 

T და B  ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B  ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას, ხოლო NK უჯრედები მიეკუთვნება არასპეციფიურ იმუნურ სისტემას და ანადგურებს ნებისმიერი (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) გამომწვევით დაინფიცირებულ უჯრედებს. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების, ციტოკინების სისტემა.

ლარიფანი ასტიმულირებს –  GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ ფაქტორს) , რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისა და მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ლარიფანის ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

 

„ლარიფან სუპო 0.5 მგ“ წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს , იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული), განვითარებას.

 

ფარმაკინეტიკა :

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან. დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია ორნმ-ლარიფანისთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობა და მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლოტებიდან შეუძლებელია.

 

ჩვენება:

  • მეორადიიმუნოდეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • მწვავერესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
  • ჩუტყვავილასსისტემური მკურნალობა.
  • ჰერპესულიინფექციის მკურნალობა.
  • სწორინაწლავის გაღიზიანება.

 

მიღების წესი და დოზირება:

დიაგნოზი პრევენციისთვის მკურნალობისთვის
რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის პრედეპიდემიის და ეპიდემიის პერიოდში რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრედეპიდემიურ და ეპიდემიის პერიოდებში ცხვირ-ტუჩის მიდამოს დამუშავებისთვის დღეში 4-6-ჯერ.
ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარის პროფილაქტიკაა და მკურნალობა კანზე და ლორწოვანზე სეზონამდე 1-2 კვირით ადრე და სეზონის დროს დღეში 2-3-ჯერ წასასმელად 2-3 კვირის განმავლობაში.  

პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ  წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად.

ჩუტყვავილას ადგილობრივი მკურნალობა   უშუალოდ გამონაყარზე წასასმელად 2-3-ჯერ დღეში, გამონაყარის გაქრობამდე.
სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციული პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა კანსა და ლორწოვნაზე კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 2-3-ჯერ წასასმელად

2-3 კვირის

განმავლობაში.

პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად. პაპილომის შემთხვევაში, სასურველია მალამოს გამოყენება სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში, რეციდივის პრევენციისთვის.
გაღიზიანებული კანის აღდგენისა და დამშვიდებისთვის

 

  1. ბავშვის ჰიგიენური საფენით გამოწვეული კანის

მაცერაციისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად საფენის ყოველი გამოცვლის დროს;

2. მზით დამწვრობის და სხვა მიზეზით გამოწვეული  I და II ხარისხის დამწვრობისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად ½ – 1 საათში ერთხელ 24-36 საათის მანძილზე;

3. სახის კანის კოსმეტოლოგიური გაწმენდის შემდეგ  და/ან ეპილაციით გაღიზიანებული კანის სწრაფად აღდგენის და დამშვიდებისთვის – კანზე წასასმელად 1-2-ჯერ დღეში 2-3 დღის მანძილზე

4. კანის ტრავმების – ნაკაწრების, მცირე ჭრილობების, ექსკორიაციების სწრაფად შეხორცებისთვის – დაზიანებულ უბნებზე წასასმელად 1-2 საათში ერთხელ 2-3 დღის მანძილზე.

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პედიოდებში გამოყენება:

ექიმის დანიშნულებით.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

5 სუპოზიტორია (0.5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:

„ლარიფან ლტდ“, კურბადას ქ. N 2 ბ, რიგა, LV – 1009, ლატვია. www.larifan.eu, info@larifans.lv

 

 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ლარიფან სუპო 0.5 მგ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart