ლარიფან სუპო 4.0მგ

119,99 

Category:

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: „ლარიფანი“ – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 4,0 მგ/ სუპოზიტორია

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება სისტემური გამოყენებისათვის, სხვა ანტივირუსული საშუალებები.

 

ათქკოდი: J05AX

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

„ლარიფან სუპო 4.0მგ“-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ „ლარიფანი“ ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. „ლარიფან“-ს გააჩნია ფართო სპექტრის ფარმაკოლოგიური მოქმედება – ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო.

 

„ლარიფან“-ს გააჩნია პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. კერძოდ, ეფექტურია შემდეგი ვირუსული გამომწვევების სამკურნალოდ: რინოვირუსები, გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, პარაგრიპი, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით); როტავირუსული ინფექცია; ჰერპეს-ვირუსული ინფექციები, მათ შორის: ვარიცელა-ზოსტერ ვირუსი (ჩუტყვავილა), მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი,  მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი – HHV-6A და HHV-6B (მეექვსე დაავადება, იგივე ბავშვთა როზეოლა); პაპილომა-ვირუსული ინფექცია, ონკოგენური შტამების ჩათვლით, იაპონური ენცეფალიტის ვირუსი, Dengi DENV, ზიკა – ვირუსი და სხვა ვირუსები.

 

„ლარიფანი“ ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ასტიმულირებს ფერმენტ რიბონუკლეაზა L-ს და პროტეინ-კინაზას გამომუშავებას, რასაც საბოლოოდ პათოგენური უჯრედის დეგრადაციამდე მივყავართ. „ლარიფანი“ წყვეტს ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.

 

„ლარიფანი“ ეფექტურია ასევე ისეთი გამომწვევების მიმართ, როგორიცაა ურეაპლაზმა, მიკოპლაზმა, ქლამიდია და სხვა.

 

„ლარიფანი“-ს ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და ზოგადი იმუნომოდულაციური მოქმედება. „ლარიფანი” ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, NK უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

 

ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა – „ლარიფანი“, იცავს და ააქტივებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, ააქტივებს რა ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ენდოსომების ზედაპირულ მემბრანებზე განლაგებულ Toll – მსგავს რეცეპტორებს, კერძოდ კი – TLR3 რეცეპტორებს, რომელთა აქტივაცია ხელს უწყობს ფართო სპექტრის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებას.

TLR3 რეცეპტორები ეკუთვნის სპეციფიურ „ამომცნობ“ რეცეპტორთა ოჯახს, რომლებიც მყისიერად ამოიცნობს სხვადასხვა პათოგენურ გამომწვევებს, მათ შორის ისეთებს, რომლებთანაც ორგანიზმს ადრე შეხება არ ჰქონია. ეს რეცეპტორები ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ორგანიზმის იმუნური დაცვის პირველ ეტაპზე ფართო სპექტრის პათოგენების მიმართ.

 

TLRdsRNA ენდოსომური კომპლექსის წარმოქმნის შედეგად აქტიურდება დენტრიკულური უჯრედების მომწიფების და ინტერფერონების სინთეზის პროცესი. TLRdsRNA კომპლექსი იწვევს RNA-ჰელიკაზების RIG-I და MDA5 სინთეზის აქტივაციას, რომლებიც თავის მხრივ უკავშირდება მიტოქონდრიულ MAVS (მიტოქონდრიული ანტივირუსული სასიგნალო პროტეინი – Mitochondrial Antiviral-signaling Protein), რის შემდეგაც ადგილი აქვს პროანთებითი ციტოკინების ინდუქციას.

 

აქტიურდება NK – უჯრედები, რომლებიც ასევე მიეკუთვნება არასპეციფიურ იმუნურ სისტემას და მათი ძირითადი ფუნქციაა გაანადგურონ ნებისმიერი პათოგენით (ვირუსული, ბაქტერიული და სხვა) ინფიცირებული უჯრედები.

T და B ლიმფოციტების აქტივაციის გზით აქტიურდება სპეციფიური ანტივირუსული იმუნიტეტის ფორმირების პროცესი გამომდინარე იქიდან, რომ T და B ლიმფოციტები ემსახურებიან სპეციფიური უცხო ანტიგენების ამოცნობას. აქტიურდება გრანულოციტების, მონოციტების, მაკროფაგების და ციტოკინების სისტემა.

„ლარიფანი“ ასტიმულირებს GM-CSF (გრანულოციტურ-მაკროფაგალურ კოლონიემასტიმულირებელ) ფაქტორს, რომელიც აუცილებელია გრანულოციტების განვითარებისათვის, მონოციტების და მაკროფაგების მომწიფებისთვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე „ლარიფანი“-ს ზემოქმედებით სწრაფად ყალიბდება ორგანიზმის ფართო სპექტრის იმუნური პასუხი.

 

„ლარიფან სუპო 4,0 მგ“ ეხმარება ორგანიზმს მისი საკუთარი თანდაყოლილი სისტემური და ლოკალური იმუნიტეტის გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებისგან.

 

„ლარიფან სუპო 4,0 მგ“ წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, იგი ახდენს ვირუსული ინფექციების პრევენციას და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები, როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული დაავადებების განვითარებას.

 

ფარმაკინეტიკა:

ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ „ორნმ-ლარიფანი“ ხვდება RNase III ზემოქმედების ქვეშ, რომელიც მოკლე დროში (40-60 წუთში) შლის მას მოკლეჯაჭვურ ოლიგონუკლეოტიდებამდე, რომლებიც არ განსხვავდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური მეტაბოლიტებისგან და სწრაფად მოიყოფა ორგანიზმიდან.

 

დაბალმოლეკულურ ფრაგმენტებს არ გააჩნია „ორნმ-ლარიფანი“-სთვის დამახასიათებელი ბიოლოგიური აქტივობა და მათი გამორჩევა ადამიანის ორგანიზმის ბუნებრივი მეტაბოლიტებიდან შეუძლებელია.

 

ჩვენება:

  • მეორადიიმუნოდეფიციტის მკურნალობა;
  • მძიმედმიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა – მათ შორის გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა),  კორონა-ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
  • გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედმიმდინარე ჰერპეს-ვირუსული ინფექციების სისტემური მკურნალობა, მათ შორის: მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი),  ციტომეგალოვირუსი და სხვა;

 

მიღების წესი და დოზირება:

დიაგნოზი მკურნალობისთვის
მეორადი იმუნოდეფიციტი ზოგადი იმუნოკორექციისთვის – 1 სუპოზიტორია 5-7 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი – 5-10 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით.
მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა  1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ, 2-5 დღე მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 4 დღიანი შესვენების შემდეგ იგივე კურსით.
გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპესვირუსული ინფექციის სისტემური მკურნალობა 1 სუპოზიტორია 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს – ჯამში 5 სუპოზიტორია. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ, კურსებს შორის 1 თვიანი შუალედებით.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:

არ არის რეკომენდებული.

 

უკუჩვენება:

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

 

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

 

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:

ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთანარ გამოვლენილა.

 

სიფრთხილის ზომები:

ყურადღებით გაეცანით და დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

 

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიში მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე.

არ არის აღწერილი.

განსაკუთრებული მითითებები:  არ არის რეკომენდებული ლარიფან სუპო 4,0მგ გამოყენება 16 წლამდე ასაკში.

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:

5 სუპოზიტორია (4.0 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

ვარგისობის ვადა:

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

 

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

 

მწარმოებელი:

„ლარიფან ლტდ“, კურბადას ქ. N 2 ბ, რიგა, LV – 1009, ლატვია. www.larifan.eu, info@larifans.lv

 

Reviews

There are no reviews yet.

Be the first to review “ლარიფან სუპო 4.0მგ”

Your email address will not be published. Required fields are marked *

Shopping Cart