“ლარიფან სპრეი 0.02%” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
ვირუსი და გაციება, ზამთრის სეზონი
ლარიფან სუპო 4.0მგ
119,99 ₾
კატეგორია: ვირუსი და გაციება, ზამთრის სეზონი
ჩვენება
ჩვენება:
მეორადი იმუნოდეფიციტის მკურნალობა;
მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა – მათ შორის გრიპი და სხვა ორთომიქსოვირუსები, პარამიქსოვირუსები (წითელა, ყბაყურა, და სხვა), პიკორნავირუსები (ენტეროვირუსები, კოქსაკის ვირუსები, ჰეპატოვირუსები და სხვა), ადენოვირუსები (ისეთი სიმპტომური გამოვლინებებით, როგორიცაა კონიუნქტივიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, გასტროენტერიტი და სხვა), კორონა–ვირუსები (SASRS-COV, MERS-COV და სხვათა ჩათვლით);
გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპეს–ვირუსული ინფექციების სისტემური მკურნალობა, მათ შორის: მარტივი ჰერპესის პირველი და მეორე ტიპი (ჰერპესული გამონაყარით კანსა და ლორწოვანზე), ებშტეინბარის ვირუსი (ინფექციური მონონუკლეოზი, ბერკიტის ლიმფომა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი), ციტომეგალოვირუსი და სხვა;
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: არ არის რეკომენდებული.
უკუჩვენება: მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები: არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
სიფრთხილის ზომები: ყურადღებით გაეცანით და დაიცავით პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებული შენახვის და გამოყენების წესები. პრეპარატის გამოყენების პერიოდში რაიმე სახის უცნაური მოვლენების დაფიქსირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული ლარიფან სუპო 4,0მგ გამოყენება 16 წლამდე ასაკში.
გამოყენების და შენახვის წესი
დიაგნოზი | მკურნალობისთვის |
მეორადი იმუნოდეფიციტი | ზოგადი იმუნოკორექციისთვის – 1 სუპოზიტორია 5-7 დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი – 5-10 სუპოზიტორია. კურსის გამეორება შესაძლებელია 1 თვიანი შუალედებით. |
მძიმედ მიმდინარე და გახანგრძლივებული რესპირაციული ვირუსული ინფექციების მკურნალობა | 1 სუპოზიტორია რექტალურად საღამოს 24 საათში ერთხელ, 2-5 დღე მიყოლებით. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია 4 დღიანი შესვენების შემდეგ იგივე კურსით. |
გენერალიზებული, მორეციდივე, გახანგრძლივებული და/ან მძიმედ მიმდინარე ჰერპესვირუსული ინფექციის სისტემური მკურნალობა | 1 სუპოზიტორია 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს – ჯამში 5 სუპოზიტორია. საჭიროების შემთხვევაში ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ, კურსებს შორის 1 თვიანი შუალედებით. |
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
დისტრიბუტორი
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia
ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო
იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან სუპო 4.0მგ“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
- ახალშობილები და ბავშვები
გელივიტი D3 ქიდსი 28მლ გელი
44,99 ₾Original price was: 44,99 ₾.39,99 ₾Current price is: 39,99 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სპრეი 0.02%
44,50 ₾Original price was: 44,50 ₾.39,05 ₾Current price is: 39,05 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სუპო 0.5 მგ
49,99 ₾Original price was: 49,99 ₾.39,97 ₾Current price is: 39,97 ₾.შეფასება 0, 5-დან
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.