, , , ,

ლარიფან უნგო 0.05%

37,99 

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: „ლარიფანი“ – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) – 5 მგ/10 გრამში.
სხვა ნივთიერებები: ლანოლინი, პარაფინი, ვაზელინის ზეთი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პენტაერითრიტოლ დიოლეატე, გამოხდილი წყალი.
ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ინტერფერონმაინდუცირებელი ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია ანტივირუსული, იმუნომოდულაციური, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ის ეფექტურია ჰერპესის, პაპილომას, ვარიცელა ზოსტერ ვირუსის (იგივე ჩუტყვავილა), ებშტეინ-ბარის ვირუსის, ციტომეგალო ვირუსის, გრიპის, რინოვირუსების, ენტეროვირუსების, კოქსაკის ვირუსების, კორონავირუსების და სხვა ვირუსების მიმართ.
ლარიფანი ავლენს პირდაპირ ანტივირუსულ ეფექტს, რომელიც თავისი მექანიზმით ინტერფერონების მოქმედების მსგავსია, ლარიფანის ზემოქმედებით წყდება ვირუსის გამრავლებას ეტაპზე, რომელიც საერთოა ყველა ვირუსისთვის.
ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი იმუნიტეტის გაძლიერება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზებას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოკინები და ა.შ., რის შედეგადაც ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე, თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ინფექცისს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ორგანიზმში მოხვედრის შემდგომ ორნმ-ლარიფანი 40-60 წუთში იშლება და სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან.
 

ჩვენება

ლარიფანი უნგოს გამოყენების ჩვენებებია:
  • ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის კანზე და ლორწოვანზე;
  • ჩუტყვავილას ადგილობრივი მკურნალობისთვის;
  • პაპილომა ვირუსით და სხვა ვირუსებით გამოწვეული პროლიფერაციული პროცესების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის კანსა და ლორწოვანზე – მათ შორის უბრალო მეჭეჭები, ბრტყელი მეჭეჭები, ვულგარული მეჭეჭები, გენიტალური მეჭეჭები, მახვილწვეტიანი კონდილომები, პაპილომები, კონტაგიოზური მოლუსკები;
  • კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისთვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში რესპირაციული ინფექციების (მათ შორის გრიპის) ეპიდემიამდე და ეპიდემიისას პროფილაქტიკის მიზნით;
  • ჰერპესული ინფექციის მაპროვოცირებელი სიტუაციების დროს (ქარიან და/ან ნესტიან ამინდებში, სიცივის ან მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დროს), განსაკუთრებით ჰერპესული გამონაყარისკენ მიდრეკილ პირებში – ჰერპესის პრევენციისთვის.
  • კანზე კოჟრების წარმოშობის შესაჩერებლად.
  • ნებისმიერი ეტიოლოგიით გაღიზიანებული კანის აღდგენისა და დამშვიდებისთვის, მათ შორის – ბავშვის ჰიგიენური საფენით გამოწვეული კანის მაცერაციის, I და II ხარისხის დამწვრობის, სახის კანის კოსმეტოლოგიური გაწმენდის შემდეგ  და/ან ეპილაციით გაღიზიანებული კანის, ასევე მსუბუქი ტრავმის შემდეგ კანის სწრაფად აღდგენის და დამშვიდებისთვის.
  • კანის ბაზალიომებისას.
უკუჩვენება:  მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.
გვერდითი მოვლენები:  არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.
1 თვემდე ასაკის ბავშვებსა და ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:  დასაშვებია გამოყენებისთვის
განსაკუთრებული მითითებები:  არ გამოიყენოთ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ აღმოაჩენთ, რომ დარღვეულია მისი შეფუთვის მთლიანობა.

გამოყენების და შენახვის წესი

დიაგნოზი
პრევენციისთვის
მკურნალობისთვის
რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისთვის პრედეპიდემიის და ეპიდემიის პერიოდში
რესპირაციული ვირუსული ინფექციების პრედეპიდემიურ და ეპიდემიის პერიოდებში ცხვირ-ტუჩის მიდამოს დამუშავებისთვის დღეში 4-6-ჯერ. დასაშვებია გამოყენება ჩვილთა ასაკიდან, ორსულობა-ლაქტაციის ჩათვლით.
ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარის პროფილაქტიკაა და მკურნალობა კანზე და ლორწოვანზე
სეზონამდე 1-2 კვირით ადრე და სეზონის დროს დღეში 2-3-ჯერ წასასმელად 2-3 კვირის განმავლობაში.
პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ  წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად.
ჩუტყვავილას ადგილობრივი მკურნალობა
უშუალოდ გამონაყარზე წასასმელად 2-3-ჯერ დღეში, გამონაყარის გაქრობამდე.
სხვადასხვა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციული პროცესების პროფილაქტიკა და მკურნალობა კანსა და ლორწოვნაზე
კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 2-3-ჯერ წასასმელად
2-3 კვირის
განმავლობაში.
პირველივე სიმპტომებისას: კანზე და/ან ლორწოვანზე დღეში 4-5-ჯერ წასასმელად, სანამ არ გაქრება სიმპტომები სრულად. პაპილომის შემთხვევაში, სასურველია მალამოს გამოყენება სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2-3 კვირის განმავლობაში, რეციდივის პრევენციისთვის.
გაღიზიანებული კანის აღდგენისა და დამშვიდებისთვის
1.       ბავშვის ჰიგიენური საფენით გამოწვეული კანის
მაცერაციისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად საფენის ყოველი გამოცვლის დროს;
2.       მზით დამწვრობის და სხვა მიზეზით გამოწვეული  I და II ხარისხის დამწვრობისას – დაზიანებულ ადგილებში წასასმელად ½ – 1 საათში ერთხელ 24-36 საათის მანძილზე;
3.       სახის კანის კოსმეტოლოგიური გაწმენდის შემდეგ  და/ან ეპილაციით გაღიზიანებული კანის სწრაფად აღდგენის და დამშვიდებისთვის – კანზე წასასმელად 1-2-ჯერ დღეში 2-3 დღის მანძილზე
4.       კანის ტრავმების – ნაკაწრების, მცირე ჭრილობების, ექსკორიაციების სწრაფად შეხორცებისთვის – დაზიანებულ უბნებზე წასასმელად 1-2 საათში ერთხელ 2-3 დღის მანძილზე.
 
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
ვარგისობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდგომ.
შენახვის პირობები:
ინახება +250C ტემპერატურამდე,  ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

დისტრიბუტორი

მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LTD Larifan. Riga. Latvia
ოფიციალური დისრიბუტორი საქართველოში: შპს „ლარიფან კავკასია“, თბილისი. საქართველო

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ლარიფან უნგო 0.05%“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Shopping Cart