“ლარიფან სპრეი 0.02%” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
ახალშობილები და ბავშვები
Easycol Baby+
Easycol Baby+ – ბუნებრივი ფერმენტული წვეთები ჩვილებისთვის
Easycol Baby+ არის ლაქტაზას ფერმენტზე დაფუძნებული ბუნებრივი და უსაფრთხო დანამატი, რომელიც ეხმარება ჩვილებს რძის მონელებაში სიცოცხლის პირველ თვეებში. შლის რძეში არსებულ ლაქტოზას გლუკოზად და გალაქტოზად, რითაც ამცირებს კუჭ-ნაწლავის დისკომფორტს და უნუგეშო ტირილს.
შესაძლებელია გამოყენება როგორც დედის რძესთან, ისე ხელოვნურ კვებასთან ერთად – დაბადების პირველივე დღიდან.
მახასიათებლები:
• ამცირებს ტირილის შეტევებს
• აადვილებს რძის მონელებას
• უსაფრთხოა ყოველდღიური გამოყენებისთვის
• არ ცვლის რძის გემოს
• არ შეიცავს ხელოვნურ დანამატებს
გამოშვების ფორმა: 15 მლ ფლაკონი საწვეთურით.
წარმოშობა: ესპანეთი.
კატეგორია: ახალშობილები და ბავშვები
- რა არის Easycol Baby+?
- როგორ მოქმედებს Easycol Baby+?
- როდის უნდა გამოვიყენოთ Easycol Baby+?
- როგორ გამოვიყენოთ Easycol Baby+?
- ინგრედიენტები
- გაფრთხილება
- შენახვის წესი
- გამოყენების ვადა
- გამოშვების ფორმა
- საერთაშორისო დისტრიბუტორი
- მიმოხილვა (0)
როგორ მოქმედებს Easycol Baby+?
Easycol Baby+ არის დანამატი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ დედის რძეში ან ჩვილის ფორმულაში არსებულ ლაქტოზაზე, რომელიც არ შეიწოვება ორგანიზმის მიერ. Easycol baby+ (ლაქტაზას ფერმენტი) შლის ლაქტოზას ორ მარტივ შაქრად – გალაქტოზად და გლუკოზად, რითაც ხელს უწყობს რძის უკეთეს მონელებას.
სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფერმენტ ლაქტაზათი დამუშავებული რძით გამოკვებილი ჩვილები მნიშვნელოვნად ნაკლებად ტირიან და ეს შედეგი აიხსნება რძის გაუმჯობესებული მონელებით.
როდის უნდა გამოვიყენოთ Easycol Baby+?
Easycol Baby+ უსაფრთხო პროდუქტია, რომლის გამოყენებაც სიცოცხლის პირველივე დღიდან არის შესაძლებელი. ლაქტოზის ცუდად მონელებასთან დაკავშირებული დისკომფორტი, როგორც წესი, ბუნებრივად ქრება 4 თვის შემდეგ, რადგან ორგანიზმი უფრო მეტად ავითარებს ენდოგენური ლაქტაზას გამომუშავების უნარს. ამ პერიოდში იწყება ნახევრად მყარი საკვების (ფაფები და სუპები) პირველად შეტანა ბავშვის რაციონში. ამ მომენტიდან შეგიძლიათ თანდათან შეამციროთ Easycol baby+-ის გამოყენება. თუმცა, თუ Easycol Baby+-ის დოზის შემცირების შემდეგ დისკომფორტი კვლავ გაჩნდება, რეკომენდებულია იგივე დოზის მიღება, რაც ადრე.
როგორ გამოვიყენოთ Easycol Baby+?
Easycol Baby+ შეიძლება გამოყენებულ იქნას დედის რძესთან და ხელოვნურ კვებასთან ერთად.
დედის რძესთან ერთად:
გამოწურული რძით კვების დროს: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა პირდაპირ რძეს დაუმატეთ, კარგად აურიეთ და მიეცით ბავშვს.
ლაქტაციის პერიოდში: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა ყავის კოვზით პირდაპირ პირში ჩაუდეთ ბავშვს ძუძუთი კვების წინ.
ხელოვნური რძით კვების შემთხვევაში: ცხრილში მითითებული წვეთების რაოდენობა დაუმატეთ კვებას და კარგად აურიეთ.
Easycol Baby+ არ ცვლის რძის გემოს და შეიძლება დაემატოს როგორც ცხელ, ასევე ცივ რძეს.
თუ წინასწარ ამზადებთ კვების ბოთლს, უბრალოდ დაამატეთ Easycol Baby+ -ის 4 წვეთი და შეინახეთ მაცივარში არაუმეტეს 4 საათის განმავლობაში.
ცხრილში მოცემულია Easycol Baby+ -ის დოზა ერთ კვებაზე. გამონაკლის შემთხვევებში, თუ თქვენს პატარას ძლიერი დისკომფორტი აწუხებს, შეგიძლიათ გაზარდოთ Easycol Baby+ -ის დოზა თანდათანობით, თითო კვებაზე თითო წვეთის დამატებით – მაქსიმუმ 12 წვეთამდე.
ასაკი | რძის რაოდენობა ერთი კვებისთვის | წვეთების რაოდენობა ერთი კვებისთვის | ერთი კვებისთვის განკუთვნილი ლაქტაზას დოზა | კვებათა რაოდენობა დღე-ღამეში | დღიური დოზა |
0-2 კვირა | 60-დან 90 მლ-მდე | 5 წვეთი | 750 ALU* | 6 | 4500 ALU |
3-4 კვირა | 120 მლ | 6 წვეთი | 900 ALU | 6 | 5400 ALU |
1-2 თვე | 150 მლ | 8 წვეთი | 1200 ALU | 5 | 6000 ALU |
3-4 თვე | 180 მლ | 9 წვეთი | 1350 ALU | 5 | 6750 ALU |
4 თვის ზემოთ | 210 მლ | 12 წვეთი | 1800 ALU | 4 | 7200 ALU |
1 წვეთი = 50 μg.
(ALU – Acid Lactase Units – ფერმენტ ლაქტაზას ერთეული. ფერმენტ ლაქტაზას აქტივობის საზომი, რომელიც რძის პროდუქტებში ლაქტოზის დაშლას უწყობს ხელს)
ინგრედიენტები
ლაქტაზა (45,000 ALU) დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი; წყალი; კალიუმის ქლორიდი; კალიუმის სორბატი.
გაფრთხილება
არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზებს. საკვები დანამატი არ ცვლის ჯანსაღ კვებას. მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული მასში შემავალ ინგრედიენტებზე არსებული ჰიპერმგრძნობელობის და ალერგიის შემთხვევაში.
შენახვის წესი
შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას ორიგინალ შეფუთვაში, 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და სითბოსგან. შეინახეთ პატარა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოყენების ვადა
36 თვე.
გამოშვების ფორმა
15 მლ-იანი ფლაკონი საწვეთურით პერორალური გამოყენებისთვის.
საერთაშორისო დისტრიბუტორი
Aragonesa de Exportacion International 24 S.L. Dr. Val Carreres Ortiz Street, n°2 – 1A – 50004 Zaragoza – ესპანეთი
იყავით პირველი შემფასებელი: „Easycol Baby+“ კომენტარის გაუქმება
მსგავსი პროდუქტები
- ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სუპო 0.5 მგ
49,99 ₾Original price was: 49,99 ₾.39,97 ₾Current price is: 39,97 ₾.შეფასება 0, 5-დან - ახალშობილები და ბავშვები
ლარიფან სპრეი 0.02%
44,50 ₾Original price was: 44,50 ₾.39,05 ₾Current price is: 39,05 ₾.შეფასება 0, 5-დან
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.