ანტივირუსული ტუჩსაცხი 0.02%

პროფილაქტიკური საშუალება ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. განკუთვნილია ჰერპესისკენ მიდრეკილი ადმიანებისთვის.

აღწერა

პროფილაქტიკური საშუალება ანტივირუსული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. განკუთვნილია ჰერპესისკენ მიდრეკილი ადმიანებისთვის.

მოქმედება:

ტუჩსაცხი არის პროფილაქტიკური საშუალება, რომელიც შეიცავს 0,2% აქტიურ ნივთიერება ორნმ ლარიფანს, რომლის ძირითადი ფუნქციაა ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია. აძლიერებს ადგილობრივ იმუნიტეტს.

 

შემადგენლობა:

ორმ ლარიფანი, პარაფინი, ლანოლინი, კაკაოს ცხიმი, polybutene, retinol palmitate, oxylsalicilate, pherilacetate, propylparaben, perfume. etc.

 

გამოყენების წესი:

ტუჩსაცხი ძირითადად განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებსაც აწუხებთ (ტუჩის) ჰერპესის ვირუსი და მისი გამომწვვეი სიმპტომები. გამოიყენეთ ცივი, წვიმიანი, ქარიანი ამინდების წინ, დროს და მის შემდეგაც, ისევე როგორც მზის პირდაპირი მოქმედების დროს. გამოიყენეთ გამომშრალი, დამსკდარი და მექანიკურად დაზიანებული ლორწოვანი გარსის დროს.

 

რეკომენდებულია:

  • არასასურველი გარემოფაქტორების (ცივი, ქარიანი, და წვიმიანი ამინდების, ყინვის, ასევე მზის პირდაპირი მოქმედების) დროს (ზამთრის კურორტების დასვენებისას, განსაკუთრებით თხილამურებზე სრიალის დროს);
  • გამომშრალი და დამსკდარი ტუჩების შემთხვევაში;
  • პროფილაქტიკისა და პრევენციისთვის ვირუსული ინფექციებისა და ბაქტერიების მოხვედრის რისკის შესამცირებლად, რაც იწვევს ჰერპესს და სხვა ვირუსებს, გრიპის ჩათვლით.

 

შენახვის ვადა: 30 თვე.

შეინახეთ მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

 

აქტიური ნივთიერება (API)
ლარიფანი არის ბუნებრივი წარმოშობის ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა — ორნმ. მისი ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია ენდოგენური ინტერფერონის ინდუქციაში მდგომარეობს. ლარიფანი განეკუთვნება ინტერფერონის მაღალაქტიურ ინდუქტორებს (F.I Ershov, Book “System of Interferon in normal and during patology”, Moscow, 1996, 229). ითვლება, რომ აქტიური ინტერფერონების ინდუქტორების მოქმედების სპექტრი უფრო ფართოა, ვიდრე ნებისმიერი ეგზოგენური ინტერფერონის.
ლარიფანის და ინტერფერონების საერთო ნიშანთვისება არის ანტივირუსული მოქმედება. ზოგადად ინტერფერონის ანტივირუსული მოქმედების მოლეკულური მექანიზმი დეტალურადაა შესწავლილი გასულ ათწლეულებში (Markus P.I., Salb J.M., Virology 1966.,20.,502-516). იმის გარდა, რაც კვლევებმა აჩვენა, ლარიფანს ასევე აქვს ანტივირუსული მოქმედების რეალიზაციის მეორე შესაძლებლობაც, რაც მდგომარეობს ორნმ — დამოკიდებული ფერმენტების პირდაპირ აქტივაციაში (Sokolova T.M., Padomskaya N.A. Materials All-Union Conference on Interferon problem Results and prospects. Tbilisi, 1985 and Sokolova T.M. And others. Abstracts of the 10th Regional Symposium of soviet countries regarding Interferon, Moscow — Riga 1988). შედეგად, ინდუცირებული ინტერფერონის ანტივირუსულ ეფექტს ემატება ორნმ-ის მოლეკულების პირდაპირი ზემოქმედება. აქედან გამომდინარე ლარიფანის ეფექტი განსაკუთრებულად გამოხატულია ინტერფერონის სინთეზის სისტემაში გენეტიკური დეფექტის არსებობის დროს
ლარიფანის ანტივირუსული მოქმედების სპექტრი ძალზედ ფართოა. მისი ანტივირუსული აქტივობა შენარჩუნებულია როგორც in vitro, ასევე in vivo. ლარიფანი აჩერებს ვირუსების რეპროდუქციას და ინფექციური პროცესის განვითარებას როგორც კანის სტრუქტურაში, ასევე ორგანიზმში ზოგადად. ლარიფანი განსაკუთრებით ეფექტურია გრიპის ვირუსით, ჰერპესით, პაპილომა ვირუსით ინფიცირების შემთხვევაში. ასევე, კვლევების დროს გამოვლინდა ლარიფანის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც გამოწვეულია უჯრედული იმუნიტეტის აქტივაციით, რის შედეგად იზრდება ფაგოციტური აქტივობა და ხდება ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ფუნქციების სტიმულაცია.
ლარიფანის ყველა პროდუქტის წარმოება ხდება ქ. რიგაში, ლატვია.

პრეკლინიკური კვლევები

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ანტივირუსული ტუჩსაცხი 0.02%“

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *